ედვარდსის 44 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - "დენვერმა" სერიაში ანგარიში გაათანაბრა [VIDEO]

AutoSharing Option
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში "დენვერ ნაგეთსმა" "მინესოტა ტიმბერვულზი" 115:107 დაამარცხა. კოლორადოელებმა მეტოქეს სტუმრად ზედიზედ მეორე მატჩი მოუგეს და სერიაში ანგარიში 2:2 გახდა.

"დენვერიდან" საუკეთესო ნიკოლა იოკიჩი გახდა, NBA-ს რეგულარული სეზონის მოქმედმა MVP-მ 35 ქულა, 7 მოხსნა და 7 შედეგიანი პასი მიითვალა.

აარონ გორდონმა თავი 27 ქულით, 7 მოხსნითა და 6 ასისტით გამოიჩინა.

"მინესოტადან" ენტონი ედვარდსმა 44 ქულა, 5 მოხსნა და ამდენივე შედეგიანი პასი დააგროვა.

სერიის მე-5 მატჩი დენვერში 15 მაისს გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 06:30 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული