"დენვერიდან" საუკეთესო ნიკოლა იოკიჩი გახდა, NBA-ს რეგულარული სეზონის მოქმედმა MVP-მ 35 ქულა, 7 მოხსნა და 7 შედეგიანი პასი მიითვალა.
აარონ გორდონმა თავი 27 ქულით, 7 მოხსნითა და 6 ასისტით გამოიჩინა.
"მინესოტადან" ენტონი ედვარდსმა 44 ქულა, 5 მოხსნა და ამდენივე შედეგიანი პასი დააგროვა.
სერიის მე-5 მატჩი დენვერში 15 მაისს გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 06:30 საათზე დაიწყება.