11:07 23-02-2025
დონჩიჩის სუპერმატჩი და იოკიჩის ანტირეკორდი - "ლეიკერსმა" "დენვერი" დაამარცხა [VIDEO]
AutoSharing Option
"ანგელოზების" რიგებში გამორჩეული მატჩი ჩაატარა გუნდის ახალწვეულმა ლუკა დონჩიჩმა, სლოვენიელმა მოედანზე 30 წუთი გაატარა, რა დროშიც 32 ქულა, 10 მოხსნა და 7 შედეგიანი პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა.
"ლეიკერსის" ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა 33 წუთში 25 ქულა, 9 მოხსნა და 5 ასისტი დააგროვა.
"დენვერიდან" ნიკოლა იოკიჩმა საკუთარ გუნდს 35 წუთში 12 ქულა, 13 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა შესძინა, სერბმა კალათბურთელმა ფარს სულ 7-ჯერ შეუტია, რაც მიმდინარე სეზონში მისთვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ამრიგად, "ლეიკერსი" 34 მოგებითა და 31 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს, "კალიფორნიელები" მორიგ შეხვედრას 26 ნოემბერს, "დალას მავერიქსის" წინააღმდეგ გამართავენ.
"დენვერი" 37 გამარჯვებითა და 20 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა. მაიკ მელოუნის გაწვრთნილი გუნდი 25 მოემბერს "ინდიანა პეისერსს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ

უძრავი ქონება


140.00 k
225.00 k
220.00 k
350.00 k
სიახლეები
პოპულარული


