საქართველოს 18 წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ხორვატიასთანაც დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს 18 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ზედიზედ მესამე მატჩი წააგო. არჩილ ჟღენტისა და მიხეილ კობეშავიძის გაწვრთნილმა გუნდმა 30 ივლისს ჯგუფის ფავორიტ ხორვატიასთან შეხვედრა 13 ქულით - 49:62 დათმო.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი ნიკა ჩეჩელაშვილი იყო 16 ქულით, კახა ჟღენტმა კი 11 ქულა ჩააგდო.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონს ტალინი მასპინძლობს. ტურნირში მონაწილე 24 გუნდი 4 ჯგუფშია გადანაწილებული და პლეი ოფში თითოდან 2-2 საუკეთესო გავა. ქართველ კალათბურთელებს მომდევნო შეხვედრა 1-ელ აგვისტოს ბულგარეთთან ელით, 2-ში კი ჯგუფურ
ეტაპს უნგრეთთან დაპირისპირებით დაასრულებენ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
გაუჭირდებოდათ.ისე შე დალოცვილო რაც არ იცით და საერთოდ ხაბარზე არ ხართ რატომ ეპოტინებით?აგერ ქვეყანა დაუმუშავებელი მიწებია ქვეყანაში წინ ვითომ ტრენერები უკან კი თქვენ მიყევით იქნებ მაგაში მაინც ივარგოთ თორემ როგორც ჩემგან იმპერატორი გამოვა ისე დადგებით თქვენც კალათბურთელები
soso
31 ივლისი 2017 13:51
0
შენი შანსი ძველი რომის იმპერატორობაზე კი, მაგათთან შედარებით გაცილებით მაღალია.მაგ მწვრთნელებთან კალათბურთს ვერა,მაგრამ კაი თორმეტ სართულიან გინებას სრულყოფილად აითვისებენ.
სოსო
04 აგვისტო 2017 13:57
0
ჟღენტმა ჟღენტები წაიყვანა,წულაძეები დატოვა არ წაიყვანა აფსუს.
ჟღენტაძე
31 ივლისი 2017 13:38
0

სიახლეები პოპულარული