თბილისის "დინამო" ესპანურ "ხუვენტუტთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს სუპერლიგის ჩემპიონმა თბილისის "დინამომ" საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის (BCL) საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი ესპანურ "ხუვენტუტთან" თბილისში გამართა და ანგარიშით 60:72 დამარცხდა.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარებული შეხვედრის პირველი მეოთხედი ფრედ 17:17 დასრულდა, ტაიმი კი სტუმრებმა ერთქულიანი უპირატესობით მოიგეს - 30:29. ესპანელებმა ერთი ქულის სხვაობით მოიგეს მესამე მეოთხედიც - 17:16, ბოლო ათწუთეულში კი მათი უპირატესობა თვალსაჩინო გახდა - 25:15.

ორივე გუნდიდან უდავოდ საუკეთესო ვეტერანი ნიკოლოზ ცქიტიშვილი გახლდათ, რომელიც თავის გუნდს 23 ქულით შეეწია და ისმის სრულიად ლოგიკური კითხვა - ასეთი საკადრო პრობლემების
მქონე საქართველოს ნაკრებმა როგორ შეიძლება ესოდენ მაღალი კლასის კალათბურთელი არ გამოიყენოს?

საპასუხო შეხვედრას ირაკლი ხოშტარიას გუნდი სტუმრად ესპანეთში 21 სექტემბერს ჩაატარებს.

ნამატჩევს თბილისის "დინამომ" განცხადება გაავრცელა:

"ჩვენო ერთგულო ქომაგებო, უპირველეს ყოვლისა, გვსურს თითოეულ თქვენგანს უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ ასეთი გულშემატკივრობისა და თანადგომისთვის. დღევანდელ თამაშზე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ენერგია, რაც თქვენგან მოდიოდა. მართალია დავმარცხდით ანგარიშით 60:72, თუმცა ჩვენმა ბიჭებმა ძალიან კარგად ითამაშეს.

არ ვაპირებთ დამარცხებასთან შეგუებას და 21 სექტემბერს ბადალონაში "ხუვენტუტთან" საპასუხო თამაშზე მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა ვითარება ჩვენს სასიკეთოდ შევცვალოთ".

იხილეთ სრული მატჩის ვიდეო

მკითხველის კომენტარები / 21 /
მიზეზი არ ვიცი რაიყო მაგრამ ამ წლების განმავლობაში ცქიტიშვილი ნამდვილად არ იყო დასაკარგი კალათბურთელი, იმაშიც დარწმუნებული ვარ რომ ცქიტიშვილთან ერთად ნაკრები უფრო წარმატებული იქნებოდა. პ.ს. ეს ხოშტარია კიდე რას ხტუნაობს რანაირად იქცევა რა უბედურებაა
megre
19 სექტემბერი 2017 22:44
2
ჰო კიდევ ერთი, ეს მწვრთნელი ვინ არის, საიდან მოვიდა, ნერვების დამამშვიდებელი დაალევინეთ,
სააკაძე
19 სექტემბერი 2017 22:44
2
ცქიტიშვილს უეჭველი ფედერაცია ბლოკავს, სხვა ახსნა არ აქვს ამ კაცის ნაკრებში არ გამოძახებას, ათი თავით ჯობია, ბოისას, ლონდარიძეს და კიდევ ბევრს, 3 ქულიანებს ისვრის მშვენივრად.
სააკაძე
19 სექტემბერი 2017 22:42
2
არ ვაპირებდი კომენტარის დაწერას, მაგრამ სტატიაც და კომენტარებიც იმდენად არაპროფესიულია, რომ, თავს ამის უფლება მივეცი:
1. ახლადდანიშნულმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა 2016 წლის მაისში ნიკოლოზ ცქიტიშვილი გამოიძახა ეროვნულ ნაკრებში, თუმცა უარი მიიღო იმ მოტივით, რომ ზედმეტ დატვირთვებს ვეღარ ვუძლებ და სანაკრებო კარიერა დავამთავრეო. ამით ეს თემა ამოიწურა და აღარ შეხმიანებია. ისიც საყოველტაოდ ცნობილია, რომ ფედერაცია ნაკრებების დაკომპლექტებაში საერთოდ არ ერევა.
2. ნიკოლოზ ცქიტიშვილი შესაძლოა გუშინდელ თამაშში სხვებს ჯობდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კარგ ფორმაშია და ნაკრების დონის მინიმუმს მაინც შეესაბამება. საკმაოდ ნელა თამაშობდა და ბევრი შეცდომაც ქონდა.
3. საწვრთნელო სკამიდან გინება რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ არის, მაგრამ თუ კალათბურთის, ან სპორტის სხვა სახეობის მატჩებზე დასწრებულხართ, მსგავსი და ბევრად უარესი ბილწსიტყვაობა გასაკვირი არ არის. ფეხბურთსა და რაგბზე ხომ ამის გარეშე შეუძლებელიცაა. "მათე"-ს ვეთანხმები, თუ რაიმე განსაკუთრებული ხდება, მსაჯი, ან კომისარი მწვრთნელს შენიშვნას მისცემენ, ან მოედანს დაატოვებინებენ და დისციპლინარულ, ან ფულად ჯარიმას დააკისრებენ. მოკლედ, სპორტი ბალეტი და სპექტაკლი არ არის და ემოციების მოთოკვა ხშირად შეუძლებელია. როგორც ჩანს უმეტესობამ არ იცის რა ხდებოდა სპორტის სასახლეში 1970-1980-იან წლებში(უფრო ადრეც), განსაკუთრებით როცა თბილისის "დინამო" ცსკა-ს, მოსკოვის "დინამო"-ს, კიევის "სტროიტელ"-ს, ან ლენინგრადის "სპარტაკ"-ს ეთამაშებოდა. მაშინ ისეთი ხმაური, ყვირილი, ხელ-ფეხის ბრახუნი და სტვენა იყო, გეგონებოდა ახლა დარბაზი დაინგრევაო. დიახ, ქალბატონებო დაბატონებო, ყვირილიც უნდა იყოს, სტვენაც და გინებაც, დარბაზიც სავსე უნდა იყოს მაყურებლით და მხარდამჭერებით. ბოლო წლების განმავლობაში ქართული კლუბი პირველად წარსდგა ევრპის საკლუბო თასზე, დასწრება უფასო იყო და დარბაზის 40% მაინც ცარიელი იყო. იგივე სიტუაცია იყო თბილისის "მერიის თასზე", სადაც თავისუფალი დასწრების მიუხედავად, ნაკრების ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ციკლში ჩეხეთთან თამაშზე დარბაზი ნახევრად ცარიელი იყო. ვისგან რას ითხოვთ, როცა ასეთ თამაშებზე, უფასო დასწრების პირობებში 3-4 ათასი ადამიანის მეტი არ შედის დარბაზში. რატომ გაქვთ მაღალი დონის მოთხოვნები და პრეტენზიები?! ასეთი "მხარდაჭერის" პირობებში ლიტვის, სერბეთის, საბერძნეთის და ლამის იტალიის დამმარცხებელი, მაღალი დონის ევროპული ნაკრები გვყავს, რაც საამაყოა. "დინამო"-ს მხარდასაჭერად, მით უმეტეს ასეთ ტიტულოვან გუნდთან, როგორიც "ხუვენტუდია", დარბაზი გადაჭედილი უნდა ყოფილიყო. აქ კი რა ხდება, კალათბურთელებს და მწვრთნელებს ლანძღავენ და იმას აკრიტიკებენ, შეიგინაო. პირიქით, ყველაფერში გვერDში უნდა დაუდგეთ და უნდა გაამხნევოთ, შედეგს რომ მიაღწიონ.
თემო
20 სექტემბერი 2017 14:01
1
ცქიტიშვილს რატომ აღარ იძახებენ ნაკრებში? ბოისაზე და ბევრ სხვაზე მეტ სარგებელს არ მოუტანდა გუნდს?
სანდრო
19 სექტემბერი 2017 21:39
1
ვლადიმირ ბოისას ძმა რომ არააიმიტომ არ წაიყვანეს ნაკრებში ცქიტიშვილი.
)))
19 სექტემბერი 2017 22:54
1
მწვრთნელი რაოდემს იგინებოდა რა იყო. ცოტა მეტი პასუხისმგებლობა, პროტესტი ცივილურადაც შეგიძლია გამოხატო ამდენი ხალხი გიყურებს და რა წესია გინება. შემდეგ თამაშებზე გამომცხადებელს ამ ინგლისურით ნუ დასვამენ კიდე არ გვიჭირს უკვე ჩვენ ქვეყანაში ინგლისურის მცოდნე ხალხი.
gia
19 სექტემბერი 2017 21:39
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული