მორიგი შეხვედრა საქართველოში არსებულ სამსაჯო კორპუსის წარმომადგენლებთან შედგა.
შედგა საუბარი ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე და განიხილეს ამ პრობლემების მოგვარების ძირითადი გზები.
ხეცურიანმა მსაჯებს კალათბურთის განვითარების 10-წლიანი სტრატეგია გააცნო. პროცესში მთავარი აქცენტი მსაჯობის მიმართულებაზე, ამ კონტინგენტში აუცილებელი პროგრესირების თემებზე გაკეთდა.
შიო ხეცურიანი: "მსაჯები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ როგორც კალათბურთში, ასევე - სპორტის ნებისმიერ სახეობაში. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში აქტიურად დგას მსაჯობის პრობლემა.
სტრატეგიის მომზადების პერიოდში არაერთი შეხვედრა გავმართეთ კალათბურთში
ორივე ფაქტორი გათვალისწინებულია ჩვენს 10-წლიან სტრატეგიაში. აღნიშნულსა და სხვა პრობლემებზე ვისაუბრეთ მსაჯებთან. მათი ჩართულობა აუცილებელი იქნება ჩვენი დასახული მიზნების მისაღწევად."
გიორგი ჭკუასელი
სპეციალურად Sportall.ge-ისთვის