"ექვსი კალათბურთელი ტრავმირებული გვყავს, ამიტომ ვერ შევძელით ტურნირის გაგრძელება", - გვითხრა "მგზავრების მთავარმა მწვრთნელმა ბუბა ბერიშვილმა და იქვე დასძინა, ვიმედოვნებთ, სუპერლიგის დაწყებამდე სიტუაცია გაუმჯობესდებაო.
ასე და ამგვარად, "დინამო", რომელსაც პირველ ტურში "თსუ-ჰიუნ
ასევე პირველი ადგილი დაიკავეს და პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვეს "რუსთავმა" და "ქუთაისმა", ხოლო საუკეთესო მეორეადგილოსნის გამოსარკვევად ბევრი თვლა მოგვიწია.
საბოლოოდ პირველადგილოსნებს ნახევარფინალში "ოლიმპი" შეუერთდა. ოლიმპელებმა 1 მატჩი მოიგეს და სხვა მეორეადგილოსნებს - "კაკტუსს" და "თსუ-ჰიუნდაის" ბურთების შეფარდებით აჯობეს.
* * *
წინა დღისით "კაკტუსთან" დამარცხების შემდეგ "რუსთავს" რეაბილიტაციისთვის მშვენიერი შანსი ჰქონდა. მისი მეტოქე "კაკტუსის" მძლეველი "ოლიმპი" იყო, რომელიც ჯგუფში პირველობაზე აცხადებდა პრეტენზიას.ჯგუფიდან გასვლის შანსს კი სამივე გუნდი ინარჩუნებდა. საბოლოო პასუხი გუშინდელ შეხვედრას უნდა გაეცა. "კაკტუსის" ნახევარფინალში თამაში უამრავ ნიუანსზე იყო დამოკიდებული, ხოლო "რუსთავსა" და "ოლიმპს" პლეი-ოფში გარანტირებულად სათამაშოდ მოგებები სჭირდებოდათ. ვის როგორ და რამდენი ქულის სხვაობით, ახლა ამაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს. უკვე იცით, ვინ გავიდა მომდევნო ეტაპზე.
რუსთაველებმა თავიდანვე დამაჯერებლად დაიწყეს და იყო მომენტი, 20-ქულიანი უპირატესობაც მოიპოვეს, თუმცა "ოლიმპმა" ფარ-ხმალი არ დაყარა და მეოთხე პერიოდში იმდენი მოახერხა, გამარჯვების რეალური შანსი გაუჩნდა, თუმცა საბოლოოდ ვინ მოიგო, ესეც ოქმში წერია.
მატჩის ბომბარდირი "რუსთავის" ამერიკელი ტაირელ ნელსონი გახდა, რომელმაც 21 ქულა ჩააგდო. 13-დან 5 სამქულიანი გამოიყენა რეზო ჩაჩანიძემ და 19 ქულას უწია. ოლიმპელთაგან კი ყველაზე მეტი, 15 ქულა (10 მოხსნა) ამერიკელ მარკ ენტონის ანგარიშზეა.
ასე და ამგვარად, სამივე გუნდს ქულების თანაბარი რაოდენობა აღმოაჩნდა და პირველი ადგილი ბურთების უკეთესი შეფარდების მქონე "რუსთავმა" დაიკავა. "ოლიმპის" პლეი-ოფში გასვლა "ბ" ჯგუფის ბოლო მატჩის შედეგზე იყო დამოკიდებული, "სოხუმი"-"ქუთაისზე"...
* * *
ბოლო ნახევარფინალისტის ვინაობა "ქუთაისისა" და "სოხუმის" დაპირისპირებაში გამოვლინდა. სოხუმელებს 10 ქულით მარცხიც აძლევდათ ხელს, რომ ნახევარფინალში საუკეთესო მეორეადგილოსნის სტატუსით გასულიყვნენ, თუმცა ბოლო პერიოდი ჩააგდეს და შეხვედრა 16 ქულის სხვაობით - 76:91 დათმეს.არადა, პირველი ტაიმი დამაჯერებლად ჩაატარეს და საკუთარი გულშემატკივარი იმაში დააჯერეს, რომ გამარჯვებაც შეეძლოთ. შეეძლოთ, მაგრამ ძალა არ ეყოთ. ამის მთავარი მიზეზი "ქუთაისია", რომელიც ერთი შეხედვით, კარგად დაბალანსებული, სოლიდური გუნდია.
წინასწარვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ქუთაისი" "დინამოსთან" ერთად სუპერლიგის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება. მეორე მატჩია ბომბარდირობას არავის უთმობს წინახაზელი ბექა ბექაური, რომელმაც ამჯერად 22 ქულა ჩააგდო.
5 ოქტომბერს, ნახევარფინალში, "დინამო", "რუსთავი", "ქუთაისი" და "ოლიმპი" ითამაშებენ. გუნდები 4 ოქტომბერს, წილისყრის შედეგად დაწყვილდებიან.
დუდუ დადიანის მემორიალი
3 ოქტომბერი, თბილისი
ოლიმპი-რუსთავი 65:80
15:21, 15:19, 11:21, 24:19
ოლიმპი: გივი ბაქრაძე (6ქ, 3პ), ბოლქვაძე, როგავა (11ქ, 3პ, 6ჩ), გეგი ბაქრაძე (6ქ, 7მ), ცხოვრებოვი, ბოქოლიშვილი (5ქ), ჭოჭუა (5ქ, 3პ), დარბაიძე (8ქ), ჰილი (9ქ, 5მ), ენტონი (15ქ, 10მ).
რუსთავი: ხმელიძე (3ქ), ლორთქიფანიძე, ცეკვავა (16ქ), წიქარიშვილი (1ქ), ჩაჩანიძე (19ქ, 5მ, 7ჩ), გოგობერიშვილი (7ქ, 4პ), ნელსონი (21ქ, 9მ, 4პ), კრაკსი (4ქ, 13მ), კუპერი (9ქ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერიშვილი, გ. მიქელაძე.
სოხუმი-ქუთაისი 75:91
30:20, 16:25, 14:20, 15:26
სოხუმი: კვეტენაძე (3ქ), ჩელოვანი (14ქ, 7მ), ლუჩენკო (10ქ, 6მ), ლ. რევაზაშვილი (3ქ), ვოლერი (16ქ, 6პ), პრიმაკი (8ქ, 6მ), ზუზაძე, ბაიდა (9ქ), მ. რევაზაშვილი (12ქ, 5მ).
ქუთაისი: ლი (17ქ, 7პ, 5მ), ბაბუნაშვილი (5ქ), რაითი (17ქ, 5პ), წივწივაძე (4პ), გ. ბარბაქაძე (11ქ, 4ჩ), ლომოური (6ქ, 9მ), დვალიშვილი (13ქ, 7მ), მათიაშვილი, ბექაური (22ქ, 8მ, 4პ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, ი. ბერიშვილი, მ. ვართანოვი
"ა" ჯგუფი
გუნდი თ მ წ სხ +/- ქ
1. დინამო 2 2 0 106/56 50 4
2. თსუ-ჰიუნდაი 2 1 1 141/152 -11 3
3. მგზავრები 2 0 2 66/105 -39 1
"ბ" ჯგუფი
გუნდი თ მ წ სხ +/- ქ
1. ქუთაისი 2 2 0 180/155 25 4
2. სოხუმი 2 1 1 169/168 1 3
3. მარნეული 2 0 2 157/183 -26 2
"გ" ჯგუფი
გუნდი თ მ წ სხ +/- ქ
1. რუსთავი 2 1 1 162/148 14 3
2. ოლიმპი 2 1 1 152/146 6 3
3. კაკტუსი 2 1 1 149/169 -20 3.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"