შიო ხეცურიანი კახეთის კალათბურთის წარმომადგენლებს შეხვდა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი შიო ხეცურიანი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში კახეთის კალათბურთის წარმომადგენლებს შეხვდა.

ისევე, როგორც მანამდე გამართულ სხვა შეხვედრებზე, ხეცურიანმა კალათბურთის განვითარების 10-წლიანი პროგრამა წარადგინა.

შიო ხეცურიანი: "ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ასეთი ტიპის შეხვედრები აუცილებელია. მოვისმინეთ ახალი იდეები და ინიციატივები კალათბურთის განვითარების შესაძლებლობებზე. სასიამოვნოა, როდესაც რეგიონში ასეთი მონდომებული და კომპეტენტური ადამიანები არიან ჩართულნი კალათბურთში და სამწუხაროა, რომ ეროვნული ფედერაციისგან მათ შესაბამისი მხარდაჭერა არ აქვთ".

იოსებ იაგორაშვილი (კახეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი): "საკმაოდ საინტერესო შეხვედრა იყო. გავეცანით
დახვეწილ პროექტს. კახეთის კალათბურთის ფედერაცია მზად არის, აქტიურად შეუერთდეს ყველა მნიშვნელოვან პროექტს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში კალათბურთის განვითარებას".

მიხეილ ფანჩულიძე (ვეტერანი კალათბურთელი): "კარგი შეხვედრა იყო. ამ რეგიონში პროგრესულად მოაზროვნე საკალათბურთო საზოგადოებაა. იყო შენიშვნები, კომენტარები, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული