შიო ხეცურიანმა საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში რეგისტრაცია გაიარა

AutoSharing Option
დღეს, 27 ნოემბერს საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში შიო ხეცურიანმა გაიარა საბოლოო რეგისტრაცია და კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა.

ყველა აუცილებელი საბუთის წარდგენის შემდეგ მისი კანდიდატურა ოფიციალურად დაამტკიცეს. ხეცურიანი სუპერლიგის მონაწილე გუნდმა "მგზავრებმა" წარადგინა.

პრეზიდენტობის კანდიდატი 1998-2002 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფინანსების და საბანკო საქმის სპეციალობით (ბაკალავრი). 2002-05 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საბანკო საქმის სპეციალობით (მაგისტრი). 2011-12 წლებში - ნიუ-იორკის უნივერსიტეტში, ბარუქ კოლეჯში ფინანსების სპეციალობით (მაგისტრი).

შიო ხეცურიანმა პროფესიული კარიერა დაიწყო 2006-ში. 2008-10 წლებში მუშაობდა "ბანკ რესპუბლიკაში" კორპორაციული
მომსახურების ოფიცრის პოზიციაზე. 2010-13 წლებში - საგარეო საქმეთა სამინისტროში, ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

2014-ში დაიწყო მუშაობა იუსტიციის სახლში თბილისის იუსტიციის სახლის მენეჯერის პოზიციაზე. იმავე წელს დაინიშნა იუსტიციის სახლის ფინანსური ოპერაციების დირექტორად.

2014 წლის სექტემბრიდან 2016 წლამდე იყო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე. 2016 წლიდან დღემდე არის "იუ-ჯი-თი ჯგუფის" ბიზნესის განვითარების დირექტორი.

შიო ხეცურიანის საკალათბურთო კარიერა: "მართვე", "დინამო", თსუ, "სტუ-ჯეოსელი". 2004-05 წლებში იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ზუროსზე მაინტეტესებს ამ ბიჭის აზრი დატოვებს ტუ არა?
მმმ
19:38 29-11-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული