ნაკრების მოთამაშეები ჩვენს მხარეს არიან - შიო ხეცურიანი და კახა შენგელია გაერთიანდნენ

AutoSharing Option
11 დეკემბერს დაგეგმილ კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ორი კანდიდატი მიიღებს.

დღეს კახა შენგელიამ და შიო ხეცურიანმა პრესკონფერენციაზე გაერთიანების შესახებ განაცხადეს.

"მე არ ვაკეთებ არჩევანს ცუდსა და უარესს შორისს. მე ვაკეთებ არჩევანს უკეთესობისკენ. გავეცანი შიოს პროგრამას და ვთვლი, რომ ეს არის კარგი ქართული კალათბურთისთვის. კალათბურთი არის გადასარჩენი. ჩვენი გაერთიანებით გაერთიანდება ჩვენი ელექტორატი.

ეს გადადგმული ნაბიჯი მიმაჩნია სასიკეთოდ. დღეიდან მე მოვიაზრები შიოს გუნდის წევრად. ფედერაციას აქვს მორგებული ყველაფერი თავის თავზე. ჩვენ გავერთიანდით, ნაკრების მოთამაშეები ჩვენს მხარეს არიან და მინდა, რომ ყველაფერი
სასიკეთოდ შეიცვალოს", - ამბობს კახა შენგელია.

"მადლობა კახა შენგელიას ამ გადაწყვეტილებისთვის. დღეიდან, ერთიანი ძალებით ვეცდებით დავასრულოთ ის უსამართლობა, რაც კალათბურთის ფედერაციაში ხდება და დავამარცხოთ კალათბურთის ფედერაციის მმართველი ჯგუფის წარმომადგენელი პაატა გურასპაული.

კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ის ნდობა, რომელსაც მე მიცხადებენ ეს ადამიანები, არის ჩემთვის დიდი სიხარულიც და ამავდროულად, პასუხისმგებლობაც", - განაცხადა ხეცურიანმა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
დემოკრატიაც ეგარი რო კალათბურთელს უნდა ანაღვლებდეს მისი სპორტის სახეობის ბედი და განვითარება პირველ რიგში და არა ვინმე სხვას.იქნება ეს ბიზნესმენი პოლიტიკოსი პოლიციის უფროსი თუ უბრალოდ ქომაგი.ის დრო წავიდა და აღარ დაბრუნდება ასე რო ყველას აქ უფლება თავისი აზრი გამოთქვას ამათუიმ თემაზე მითუმეტეს კალათბურთელს აქ უფლება თავის რჩეულს მხარი დაუჭიროს ღიად ყოველგვარი ფარისევლობის და მიკიბმოკიბვის გარეშე.
zaza
17:46 09-12-2017
0
საარჩევნო კამპანიაში ნაკრების წევრების ჩართვა არასწორი მგონია,ეს კიდევ უფრო გაამძაფრებს დაძაბულობას გუნდში.ნაკრების წევრის მოვალეობაა მოედანზე ბოლომდე დახარჯვა და არა რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერა. აშკარაა რომ მთლად ჯანსაღად არ არის ქართულ კალათბურთში საქმე მაგრამ ასე ბოღმით და აგრესიით კიდევ უფრო ცუდად იქნება საქმე.
kakha
11:15 02-12-2017
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული