შიო ხეცურიანი კალათბურთის ფედერაციას შიდა ქართლის კალათბურთის განვითარების კავშირის მოსყიდვაში ადანაშაულებს

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა შიო ხეცურიანმა საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც ფედერაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ფედერაცია მმართველობიდან 3 წლისა 11 თვის თავზე შიდა ქართლის კალათბურთის განვითარების კავშირთან მემორანდუმს არ უნდა აფორმებდეს, რადგან ეს არის პირდაპირი გაგებით მათი მოსყიდვა.

“ჩვენ ვისაუბრეთ არასამართლიან საარჩევნო გარემოზე. ჩაგვივარდა ხელში დოკუმენტაცია, რომლის თანახმადაც, ამჟამინდელმა კალათბურთის ფედერაციამ შიდა ქართლის კალათბურთის განვითარების კავშირთან 1 ნოემბერს, მათი მმართველობის 3 წლისა და 11 თვის თავზე, არჩევნებამდე 1 თვით ადრე, გააფორმა მემორანდუმი. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ მომდევნო წლების
განმავლობაში შიდა ქართლის ფედერაცია დაფინანსდება 20 ათასი ლარით. ჩვენი აზრით, ეს არის პირდაპირი მოსყიდვა და ჩვენ ამას ვაპროტესტებთ, როგორც ამჟამინდელი ფედერაციის სხვა არასამართლიან გადაწყვეტილებებს”, - განაცხადა შიო ხეცურიანმა.

შეგახსენებთ, რომ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნები 11 დეკემბერს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
შიო ხეცურიანია, პიო გაბრიჩიძე,ქართველიშვილი,ზამბახიძე და ძმანი მისნი
;;;;fans
18:43 09-12-2017
0
ასე ღვარძლიანად თუ გააგრძელებთ ლაპარაკს საერთოდ აღარ მოვალთ თამაშებზე, გეყოფათ ეს ზედმეტი აგრესიულობით ლაპარაკი, საქმე გვინდა და არა ბოღმა.
ვინ იქნება კფფ-ს პრეზიდენტი შიო თუ პიო სულ არ მაინტერესებს, მაინტერესებს შედეგი და შედეგს ღვარძლი ვერ დადებს
შენგელიაც გააჩუმეთ რო ილანძღება წაღმა-უკუღმა და საერთოდ ყველა
fani
15:06 09-12-2017
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული