მინდა დავაფიქსირო ჩემი აზრი მოახლოვებულ საკალათბურთო არჩევნებთან დაკავშირებით! მჯერა, რომ შიო ხეცურიანი თავისი გუნდით, მრავალწლიანი გეგმით და სწორი ხედვით შეძლებს ქართული კალათბურთის მნიშვნელოვან განვითარებას და აღორძინებას. მინდა კიდევ ერთხელ ღიად დავაფიქსირო ჩემი მხარდაჭერა შიოსადმი!!! ერთად განვავითაროთ ქართული კალათბურთი!!!", - დაწერა შერმადინმა "ფეისბუქზე".
შეგახსენებთ, რომ კალათბურთიდ ფედერაციის არჩევნები 11 დეკემბერს გაიმართება. პრეზიდენტობისთვის ორი კანდიდატი შიო ხეცურიანი და პაატა გურასპაული იბრძოლებენ.
რაც შეეხება "ზაზას გამო არჩევითობას". ნუთუ ეგეთი ბნელები ვართ რომ ვიღაცის გამო ვიღაც ავირჩიოთ?! მოდით მითხარით რა სარგებელი აქვს გიორგი შერმადინს, თოკო შენგელიას ან მანუჩარ მარკოიშვილს თუკი ან შიო გახდება პრეზიდენტი ან გურასპაული? საქმე ქვეყნის საკალათბურთო მომავალს ეხება ზოგმა უკვე დაანება კალათბურთს თავი, ზოგიც მალე დაანებებს. ამ ბიჭებზე მეტად მერწმუნეთ არ შეგტკივათ გული, არ გირბენიათ მოედანზე და არ დაგიღვრიათ ოფლი. ხოდა მოდით, მათ დაღვრილ ოფლს და მათ სიტყვას პატივი ვცეთ და ცოტა თავშეკავებული ვიყოთ. ოჯახის წევრებმა უკეთ იციან ვინ უნდა ალაგოს სახლი და ვინ არჩინოს ოჯახი...