შიო ხეცურიანმა არჩევნებამდე ერთი საათით ადრე კანდიდატურა მოხსნა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა შიო ხეცურიანმა არჩევნების დაწყებამდე ერთი საათით ადრე სპეციალური პრესკონფერენცია გამართა.

შიო ხეცურიანმა ერთი საათით ადრე უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე, მან აღნიშნა, რომ მათ ვერ მოახერხეს უსამართლობის დამარცხება და მან ამ მომენტამდე არ იცოდა დელაგატების რაოდენობა, ხოლო საბოლოოდ გუნდთან ერთად გადაწყვიტა, უარი ეთქვა არჩევნებში მონაწილეობაზე.

ხეცურიანის განცხადებით, მისი გადაწყვეტილება ყველა კალათბურთელისთვის ცნობილია და ის წარმატებას უსურვებს მომავალ კალათბურთის ფედერაციას.

შიო ხეცურიანმა კითხვაზე, იყო თუ არა ზეწოლა, პასუხს თავი აარიდა.

"მინდა მადლობა გადავუხადო ჩემ
ყველა თანამოაზრეს, ჩემ ყველა მეგობარს - ყველას, ვინც გვერდში მედგა წინასაარჩევნო კამპანიის დროს და ვინც იბრძოდა ჩემთან ერთად იმ უსამართლობის წინააღდმეგ, რაც კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის მხრიდან არის და დღევანდელ არჩევნებზე დაფიქსირდება.

არაერთხელ ვისაუბრეთ ამ უსამართლობის შესახებ, ფედერაციის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებებზე, გამგეობის ქმედებებზე. ეს უსამართლობა დღემდე გრძელდება. დღესაც არ ვიცით დელეგატების სია, თუ ვინ იქნება არჩევნების დროს.

ჩვენი გუნდი მთელი მონდომებით ვცდილობდით პროგრესისკენ წავსულიყავით, გვინდოდა, რომ პროგრესისკენ წასულიყო საკალათბურთო სამყარო.

სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ დამარცხება პირადი ინტერესების. ვიღაცების პირადი ინტერესები უფრო მაღლა დადგა, ვიდრე კალათბურთის განვითარების ინტერესები. შესაბამისად, მე ჩემ გუნდთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება, არ მივიღო ამ არჩევნებში მონაწილეობა და კანდიდატურას ვხსნი ამ არჩევნებიდან", - განაცხადა ხეცურიანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები დღეს "ქორთიარდ მარიოტში", 13:00 საათზე გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 12 /
კაცს რომელსაც ნდობას უცხადებს ნაკრების კალათბურთელთა ყველა ლიდერი და ზეწოლის ან სხვა მიზეზების გამო უარს იძახის არჩევნებში მონაწილეობაზე ეს ნიშნავს იმას რომ ან ინტრიგანია, ან აფერისტია ან მშიშარა.
დათო
12:52 11-12-2017
5
შაბათს პაატა გურასპაულის პროგრამის წარდგენისას გამოჩნდა, რომ საკალათბურთო სამყაროს წევრების აბსოლუტური უმრავლესობა, ყველა ცნობილი კალათბურთელი, ევროპის ფედერაციები მხარს სწორედ პაატა გურასპაულს უჭერენ. შიო ხეცურიანს კი თითქმის არავინ იცნობს და მხოლოდ ის იციან, ზაზა ფაჩულის მეგობარია. ხეცურიანი მიხვდა, რომ მიუხედავად ვიღაცეებისთვის დაპირებების მიცემის და მთავრობაში სიარულისა, შანსი არ აქვს. ახლა, თავის გამართლებას ცდილობს და ტყუის, თიღქოს დელეგატები არ არის ცნობილი. ამ დროს, დელეგატების სია ოფიციალურად აქვს მიღებული გასულ კვირაში და მაგიდაზე უდევს.
ზურა
12:36 11-12-2017
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული