როგორც ღუდუშაურის კლინიკის დირექტორის პირველმა მოადგილემ, მარინა გელანტიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამჟამად პაციენტი პოსტოპერაციულ განყოფილებაში იმყოფება.
"პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მოთავსებულია პოსტოპერაციულ განყოფილებაში და მიმდინარეობს დაკვირვება. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. რაც შეეხება პაციენტის გაწერას, ეს მოხდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე და ვვარაუდობთ, რომ ის კლინიკაში რამდენიმე დღე დარჩება", - განაცხადა მარინა გელანტიამ.
მეტი ინფორმაცია: ჩაწყობილი თამაშები
წყარო: ipn.ge