U20. საქართველოს ნაკრებმა სომხეთს "მხოლოდ" 52 ქულით სძლია

AutoSharing Option
13 ივლისს, პორტუგალიაში, 20-წლამდელთა გუნდების ევროპირველობაზე , B დივიზიონში საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა.

ჰოლანდიელთა ძლევის (85:73) შემდეგ ჩვენმა გუნდმა სომხეთს 98:46 მოუგო.

14 ქულა ნიკა მეცხვარიშვილმა ჩააგდო, 12 ვახტანგ გაფრინდაშვილმა, 11-11 ლუკა მაზიაშვილმა და ზურაბ ჟღენტმა, ხოლო 10 ვანო მეგენეიშვილმა.

პირველ ტურში სომხეთის ნაკრები შვედეთთან 26:149 დამარცხდა.

ჩვენი გუნდი 14 ივლისს შვედეთს, 16 ივლისს კოსოვოს, ხოლო 17 ივლისს ესტონეთს შეხვდება.

საქართველოსა და შვედეთის მატჩი თბილისის დროით 21:15 საათზე დაიწყება. ცნობისათვის - შვედეთი მეორე ტურში ესტონეთთან 56:59 დამარცხდა.

B
დივიზიონიდან A დივიზიონში 3 საუკეთესო გუნდი გადადის.

მკითხველის კომენტარები / 5 /
როცა ვერ იტან შენ ერს რომ დასცინის ვიღაც ვიგინდარა სისუსტის გამო, ასევე ვერ უნდა აიტანო, როცა ქართველი ვიგინდარები დასცინიან სხვას სისუსტის გამო. ეგ არ არის ტოლერანტობა.
ჰაჰა
11:38 14-07-2019
3
კაირა ხალხო, სომხებს ცალი ფეხითაც მშვენიერი ფორით მოუგეს დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს შვედეთან. იმენა თავი უნდა შევაკლათ მოგება თუ გვინდა. ესტონეთის უძლიერეს ნაკრებს ნაკრებს თანაბრადეთამაშეს და თუ მოგება გვინდა ცოტა ძალებიც უნდა დავზოგოთ. ბოლო-ბოლო 1 დღეა შუალედი და ბიჭებმა ხო უნდა მოახერხონ ძალების აღდგენა. წარმატებევი ბიჭEბს. A დივიზიონის საგზურის გარეშე არ ჩამოხვიდეთ
manutd
10:24 14-07-2019
1

სიახლეები პოპულარული