საინტერესო ამბავი: ევრობასკეტისთვის საქართველოში შესაძლოა ახალი დარბაზი მაინც აშენდეს

AutoSharing Option
2021 წლის ევრობასკეტის სამზადისში, საქართველოში საინტერესო ამბები ხდება. კერძოდ, ჩვენი ინფორმაციით, აქტიურად მიდის იმის განხილვა, რომ ოლიმპიური სასახლე აღარ გადაკეთდეს და ახალი დარბაზი აშენდეს.

შეგახსენებთ, თავიდანვე ცნობილი იყო, რომ მთავრობა ევრობასკეტ 2021-ისთვის ახალი დარბაზის აშენებას აპირებდა, თუმცა 2019 წლის მიწურულს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ პაატა გურასპაულისგან ცნობილი გახდა, რომ ევრობასკეტისთვის ახალი დარბაზი არ აშენდებოდა და მის ნაცვლად ოლიმპიური სასახლე გადაკეთდებოდა. მაშინ კალათბურთის ფედერაციამ და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ პროექტიც წარმოადგინეს.

თუმცა მალე შეიძლება მთავრობაში მიიღონ გადაწყვეტილება, რომ ახალი
დარბაზი აშენდეს და ნაცვლად დიღმისა, ოლიმპიურ სასახლესთან ახლოს, "მაღლივში" განთავსდეს.

ჯერჯერობით ამ ინფორმაციის შესახებ კომენტარის გაკეთებისგან კალათბურთის ფედერაციასა და მთავრობაში თავს იკავებენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ მალე გახდება ცნობილი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ეგრევე გავიფიქრე მაშინ , რომ ფულის პრობლემა არ იყო . პრობლემა როგორც ეტყობა დიღომში ტერიტორიის ვიღაცის ინტერესის არეში ყოფნა იყო . აშენდება ვფიქრობ , მაგრამ არა დიღომში . ოლიმპიურის გადაკეთება დანაშაულია .
ბიჭოო , ბიჭოოო ..
01:18 11-01-2020
1
თუ არც ფედერაციაში აკეთებენ კომენტარს და არც - მთავრობაში, აბა ლელა კაკულიას არაფერი უთქვამს თავის წინასწარმეტყველებებში ახალ დარბაზზე და უბრალოდ, არიოლი-რეშკა ააგდეთ?!...
მ. ტ.
15:49 11-01-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული