"ბარსელონას" ლეგენდარული კაპიტანი დაემშვიდობა

AutoSharing Option
"ბარსელონას" კაპიტანმა ანტე ტომიჩმა განაცხადა, რომ კლუბთან კონტრაქტს არ გააგრძელებს და გუნდს ტოვებს.

33 წლის ტომიჩის ამ გადაწყვეტილებაზე გავლენა ესპანეთის ჩემპიონატის ფინალში "ბასკონიასთან" დამარცხებამ იქონია. ვადამდე დასრულებულ ევროლიგაზე ხორვატმა 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა - საშუალოდ 5.7 ქულას, 4 მოხსნასა და 1 გადაცემას აგროვებდა.

ის "ბარსას" ღირსებას 8 წლის მანძილზე იცავდა და ერთხელ გახდა ესპანეთის ჩემპიონი.

ტომიჩი "ბარსელონას" "ტვიტერით" თბილი სიტყვებით დაემშვიდობა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული