დარწმუნებული ვარ, არაერთს გქონიათ შემთხვევა, როცა არ იცით, რა გზით შეაყვაროთ ან დააინტერესოთ ბავშვი კალათბურთით.
ზოგი ჰაილაითების ყურებას გირჩევთ, ზოგი - კობი ბრაიანტის ან მაიკლ ჯორდანის მომენტების, ზოგიც, უშუალოდ - თამაშს.
მაგრამ მერწმუნეთ, ბავშვების ძალიან, ძალიან დიდ უმრავლესობას, რომელმაც არაფერი იცის ამ სპორტზე, ყველაზე მძაფრად, სწორედ კომპიუტერული თამაშით დააინტერესებთ. ეს არის ყველასათვის ცნობილი - 2K.
რამდენი არასრულწლოვანი იცით, 6-დან 14 წლამდე, რომელთაც, ზოგადად, თამაშები არ უყვართ? მე პირადად, რომ დავფიქრდე - არც ერთი.
შესაბამისად, შეგიძლიათ, კომპიუტერს, რომელსაც ბავშვთა ფსიქოლოგები
გაჩნდება კითხვა, იქნებ სულ არ მოეწონოს ბავშვს კალათბურთი?
ეს არ არის პრობლემა, თქვენს პატარას ერთით მეტი სფერო ეცოდინება და სხვა თუ არაფერი, სწრაფი აზროვნების გამომუშავებაში დიდ პროგრესს თქვენც შეამჩნევთ.
რამდენმა მოზარდმა (და არამარტო მოზარდმა) ამოიცანით საკუთარი თავი? ეს არ არის ცუდი. ბავშვს ნებისმიერი ობიექტი უნდა დააინტერესო იმ გზით, რომელიც მის სურვილებთან მყარად იკვეთება. მკვეთრი შედეგი სწორედ ამ ყველაფერს მოსდევს.
მოკლედ, 2K ,,სასარგებლოა"!
წყარო: Sixth Man - ბლოგი კალათბურთზე