ვიქტორ სანიკიძე კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა

AutoSharing Option
როგორც ცნობილია, მიმდინარე წელი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისთვის წარმოადგენს საარჩევნო წელს.

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ დღეს, 30 ნოემბერს, ორი სრულუფლებიანი ხმის უფლების მქონე წევრის – ს/კ რუსთავი-1991-ისა და ს/კ ქუთაისი-2010-ის წარდგინებით, მიიღო განცხადებები ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატის დარეგისტრირების შესახებ.

ზემოაღნიშნული ორივე კლუბის წარდგინებით, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ვიქტორ სანიკიძე.

საერთო-საარჩევნო კრება დაგეგმილია 2021
წლის 11 დეკემბერს, 13:00 საათზე, „ქორთიარდ მარიოტის“ საკონფერენციო დარბაზში (მის: ქ.თბილისი, თავისუფლების მოედანი N4).

GBF.GE
მკითხველის კომენტარები / 14 /
კობიაშვილი N2
5
კალათბურთიდან რომ მისულიყავი ფედერაციის პრეზიდენტობამდე გასაგები იქნებოდა და ხალხის მხარდაჭერაც გექნებოდა, მაგრამ ქოცისტანგამოვლილი რომ მიდიხარ - სამარცხვინო ხარ, ვინმე თუ დაიჯერებს დუნიაზე, რომ არჩევნები სუფთად ჩატარდება? ტფუი!
ვიკა
01:41 01-12-2021
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული