![](https://sportall.ge/pictures/image5/a734ce7a91f93da08c9b34a604cc844d.jpg)
პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა ქვეყანაში კალათბურთის ფართოდ პოპულარიზაციის მიზნით კალათბურთის განვითარების პროგრამის ამოქმედებას გეგმავს.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ევრობასკეტ-2022-ის წარმატებით ჩატარება მნიშვნელოვანია და კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას მთავრობისგან სრული მხარდაჭერა აქვს.
„მთავრობის სახელით მე მინდა დაგიდასტუროთ სრული პატივისცემა და მხარდაჭერა კალათბურთის ფედერაციას. ჩვენ ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება გვაქვს, ევრობასკეტ 2022. ამიტომ
პრემიერ-მინისტრმა კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ პაატა გურასპაულს და კალათბურთის ფედერაციის გენერალურ მდივანს, FIBA-ევროპის ბორდის წევრსა და ევროპის იურიდიული კომიტეტის პრეზიდენტ გიორგი ქართველიშვილს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
“მე მინდა თქვენ გადაგიხადოთ მადლობა, ბატონო პაატა, ბატონო გიგა. თქვენ ძალიან ბევრი გააკეთეთ და ზოგადად, ბევრს აკეთებთ კალთბურთისთვის. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ კალათბურთის განვითარების საქმეში დიდია თქვენი წვლილი და ამისთვის თქვენ და თქვენი გუნდის ყველა წევრს მთავრობის სახელით მადლობა მინდა გადაგიხადოთ. რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, რომ კალათბურთში, თქვენს ოჯახში სიმშვიდე, ერთობა, სიმტკიცე, განვითარება იყოს და გარწმუნებთ, რომ ჰარმონიული ურთიერთობა გექნებათ სამინისტროსთან, მთავრობასთან, ჩემთან პირადად, გვერდში დგომა, მხარდაჭერა და თანადგომა გექნებათ. რაც მე გავაჟღერე, ეს ციფრი, 100 მილიონი ლარის ინვესტირება, ამაზე ჩვენ უფრო კონკრეტულად წარმოგიდგენთ ხედვას, გეგმას. გვინდა, რომ ძალიან დიდი ყურადღება მივაქციოთ კალათბურთს. მე ახლა ვიცი, რომ არჩევნები გაქვთ და ეს არჩევნები, რა თქმა უნდა, ძალიან მშვიდად და ცივილიზებულად უნდა ჩავატაროთ, ისე, როგორც ჩვენ, ჩვენს საერთო ოჯახს და საქმეს გვეკადრება. უნდა იყოს სიმშვიდე და განვითარება. ჩვენ ეს გვჭირდება. ევრობასკეტიც წარმატებით უნდა ჩავატაროთ, ეს უნდა იყოს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და შემდეგ ვიფიქროთ განვითარებაზე. კიდევ უფრო მაღალ დონეზე უნდა ავიყვანოთ კალათბურთი და მისი პოპულარიზაცია უნდა მოვახდინოთ ქვეყანაში. რეალურად, ძალიან დიდი ტალანტი და პოტენციალია ქვეყანაში კალათბურთის განვითარების. ამის ნათელი მაგალითია ვიქტორ სანიკიძე და ძალიან ბევრი სხვა წარმატებული სპორტსმენი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, კალათბურთი ქვეყანაში ერთ-ერთი წარმატებული სპორტის სახეობაა, რაც ყველას, მათ შორის, მთავრობის მხარდაჭერის დამსახურებაა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვიქტორ სანიკიძე და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი, FIBA-ევროპის ბორდის წევრი და ევროპის იურიდიული კომიტეტის პრეზიდენტი გიორგი ქართველიშვილი ესწრებოდნენ.
საქართველოს მთავრობა
SOS - FIBA ევრობასკეტ 2022-ისთვის დარბაზის მშენებლობის ტემპებით შეშფოთებულია!
ფიბა-ს ხელმძღვანელობამ თბილისში მშენებარე დარბაზი დაათვალიერა
ქართული კალათბურთის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება - დაგეგმილი ვიზიტები
- ამჯერად- კალათბურთის სამყარო ყავთ დასაშანტაჟებელი, როგორ ეს გაუკეთეს- ფეხბურთის სამყარო...
- ზოგადად - წყალბურთში - კი არა - ყველა სპორტის სახეობაში უნდა ჩაიდოს სერიოზული ფინანსები , მაგრამ - ამდაგვარი- სახელმწიფოს ბიუჯეტიდან - სხვა მიზნებს ისახავს + არა ეფექტურიც იჯარის.
- როცა ეკო - კა - არ იზრდება , პირიქით რეგრესირებს ( 2012 წელს რაც ოყო - ის ეკო - კა გვავს - მე- 10 წელია) - საიდან ფინანსები (?!),
მხოლოდ გადასახადების, ტარიფების, ფასების გ ა ზ რ დ ი თ - სახელნწიფო ბიუჯეტის შევსებით,რაც ეკო -კაში ინფლაციას იწვევს- მოქალაქეების მასობრივ შეუქცევად გ ა ღ ა ტ ა კ ე ბ ა ს, სახელმწიფოდან გადინება- ემიგრაციის შეუქცეცად ზრდა- პროცესს...
და ცარიელ სტადიონებით და ცარიელი ტრიბუნებით - სპორტი ვერ ვითარდება- იზრდება, ე.ი. გულშემატკივრების მხარდაჭერის გარეშე....+
როცა ეკო - კა - არ იზრდება ( არც გაიზრდება - არსებული ავტორიტარულ- ოლიგარქიულ კრიმინალურ კლანური მმართველობის სისტემით) -სპორტში ამდაგვარი ფაქტიურად სუბსიდიები... აუცილებლად კორუფციულ სქესებს წარმოქმნის და ხელისუფლებაზე მორჩილ - სპორტულ ფინანსურ- კრიმინალურ კლანს წარმოშობს- სპორტის ეს სახეობა რეალურად არ განვითარდება (!),
მ ა გ ა ლ ი თ ი - ფეხბურთში ფაქტიურად 250 მლნი ჩაიდო, მაგრამ ეროვნული ჩემპიონატის ხარისხი არა თუ გაიზარდა, პურიქით - უარესი შედეგები გვაქვს ევროპულ სარბიელზე(?!) ... და ამ დროს - ხელისუფლება- ფეხბურთის სამყაროს - საკუთარი ხელისუფლების შენარჩუნებისათვის- არჩევნებზე იყენებს... დაშანტაჟებული ყავთ- მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს, ან იმ 250 მლნ- ის კორუფციულ სქემების აუფრიალებენ და ...
მეტი არაფერი.
საჭიროა რეალურუ ეკო - კის განვითარება , რაც უფრო ბევრი მდიდარი და ეკო - რად - ფინანსურად ძლიერი მოქალაქე გვეყილება, მით უფრო ვითარდება- მყარად სპორტის- ე.ი. კ ე რ ძ ო ბიზნესიდან დ ი დ ი ფულის ჩადებით.
ამდაგვარი ( ვიმეორებ, როცა- ეკონ- კა - ა რ იზრდება) ხელისუფლების ,,დაფინანსება,, - არჩევნებში სპორტული საზოგადოების მოსტმყიდვა- დაშანტაჟებისათვის არის და მეტი არაფერი!
- ხელისუფლება - ეკო - კის აღორძინებით უნდა იყოს დაკავებული, მისთვის სახელმწიფო ინსტიტუციების განვითარება- განმტცებისათვის ,მისთვის სახელისუფლო კორუფცია-ნეპოტიზმი - კრიმინალუმის - მოსპობისათვი...- მოკლედ- სამართლებრივი გარემო წესრიგის შექმნით და ამ პირობებში- საბაზრო კონკურენტული ეკო -რი პოლიტიკის გატარებით...
რომ რეალური პროგრესი დადგეს ყველა სფეროში და ყველა მიმართულებით.
პ.ს. და ქვემოთ მეგობარს -
კალათბურთის- რ ა გ ბ ზ ე წინ არ არის,
რაგბი- მ ს ო ფ ლ ი ონშ ი გვყავს- 12- 13კ4 ადგილზე და კალათბურთი- ევროპაში - 12- 24- ულზე, ფეხბურთზე საუბარიც- არა .აქვს.