ესპანეთსა და საბერძნეთის ნაკრებებს შორის მორიგი ამხანაგური მატჩი შედგა. წინა შეხვედრა გუნდებს შორის 9 აგვისტოს გაიმართა და ბერძნების გამარჯვებით (86:70) დასრულდა. ამჯერად "ლა როხამ" რევანშის აღება შეძლო და 87:80 გაიმარჯვა.
შეხვედრა გამოტოვა საბერძნეთის ნაკრების მთავარმა ვარსკვლავმა იანის ანტეტოკუმპომ, მას ფეხის ტრავმა აწუხებს და სამწვრთნელო შტაბმა "მილუოკი ბაქსის" ლიდერი მომავალი თამაშებისთვის დაასვენა.
სერხიო სკარიოლოს გუნდიდან გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა ვილი ერნანგომესმა - 23 ქულა, 10 მოხსნა.
დამარცხებულთა მხრიდან გამოირჩა დიმიტრის აგრავანისი, რომელმაც საკუთარ გუნდს 24 ქულა და 4 მოხსნა შესძინა.
"ლა როხა" მორიგ ამხანაგურ მატჩს ლიტვის ნაკრების წინააღმდეგ 16 აგვისტოს გამართავს. საბერძნეთი კი 17 აგვისტოს პოლონეთს უმასპინძლებს.