რატიშვილი კლაიპედაში ლიეტუვისა და უნგრეთის მატჩს მოემსახურება. იგი შეხვედრის ტექნიკური დელეგატი იქნება და მისი შესამოწმებელი იქნება ამ მატჩთან დაკავშირებული ყველა დეტალი – განცხადებიდან დაწყებული, “შვიტურიო” არენის ტექნიკური გამართულობით. სხვათა შორის, ეს ის არენა გახლავთ, სადაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თავისი პირველი ევრობასკეტი ითამაშა 2011 წელს და მაშინ რატიშვილი
აღსანიშნავია ისიც, რომ რატიშვილს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე გამართული 6 ფანჯრიდან 7 მატჩის მომსახურება მოუწია, რაც ქართველი ტექნიკური დელეგატისთვის ფიბას მხრიდან სოლიდური აღიარება და დაფასებაა.
ლიეტუვისა და უნგრეთის მატჩი 23 თებერვალს გაიმართება.
GBF.GE