მერაბ რატიშვილი სტამბოლში ევროტურნირების პლეი-ოფის მატჩებს მოემსახურება

AutoSharing Option
ფიბას საკლუბო ტურნირებზე მიმდინარე თვეში მერაბ რატიშვილი იქნება დასაქმებული. ერთადერთ ქართველ კომისარს, რომელიც ფიბას ლიცენზიას ფლობს, თურქეთის მეგაპოლისში 2 საპასუხისმგებლო მატჩის მომსახურება მოუწევს. 14 მარტს სტამბოლი ქალთა ევროლიგის მეოთხედფინალურ შეხვედრას უმასპინძლებს ადგილობრივ "ფენერბაჰჩესა" და უნგრულ "შოპრონს" შორის, ხოლო 2 დღეში იმავე ქალაქში უკვე ქალთა ევროპის თასის ნახევარფინალური მატჩი გაიმართება "გალათასარაისა" და იტალიურ "ვენეციას" შორის.

ორივე მატჩის კომისარი იქნება მერაბ რატიშვილი, რაც მის მიმართ ნდობის მორიგი გამოხატულებაა ფიბას მხრიდან. შეგახსენებთ, რომ რატიშვილი "გალათასარაისა" და "ვენეციის" დაპირისპირებას სტამბოლში უკვე მომსახურებია, თუმცა ეს
გახლდათ ქალთა ევროპის თასის 2018 წლის გათამაშების ფინალური შეხვედრა.

14 მარტი. ქალთა ევროლიგა, მეოთხედფინალი. სტამბოლი (თურქეთი)
ფენერბაჰჩე (თურქეთი) – შოპრონი (უნგრეთი)

16 მარტი. ქალთა ევროპის თასი, ნახევარფინალი. სტამბოლი (თურქეთი)
გალათასარაი (თურქეთი) – რეიერ ვენეცია (იტალია)

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული