ქუთაისელები ბოლო პერიოდამდე შედეგიანად თამაშობდნენ. კოტე ტუღუშის გაწვრთნილი გუნდი
"ბათუმი" ოთხთა ფინალში მეტოქეს ელოდება. მისი ნახევარფინალური მეტოქე "დელტასა" და "კაკტუსის" დაპირისპირებაში უნდა გამოვლინდეს. დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ამ გუნდების მეოთხედფინალური სერიის პირველი მატჩი გაიმართა, რომელშიც გამარჯვებული ბოლო პერიოდში გამოვლინდა. თანაბრად მიმდინარე მატჩი საბოლოოდ გურჯაანის "დელტამ" – 90:82 მოიგო და სერიის საპასუხო მატჩის წინ 8-ქულიანი ჰანდიკაპი შეიქმნა. თუ "კაკტუსი" 22 მარტს 8-ქულაზე მეტით არ იმარჯვებს, ოთხთა ფინალში "დელტა" გავა. 8-ქულიანი გამარჯვების შემთხვევაში კი დამატებითი დრო – ოვერტაიმი დაინიშნება.
დღეს გამართულ თასის გათამაშების მესამე მატჩში ბენეფისი ჰქონდა გივი ბაქრაძეს. "ოლიმპის" და ეროვნული ნაკრების წევრმა შეხვედრა 35 ქულითა და 11 პასით დაასრულა. მას ვერაფერი მოუხერხეს "კავკასიის" მოთამაშეებმა, რომელთა რიგებშიც 25 ქულითა და 14 მოხსნით აიზია ელისი გამოირჩა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. სუპერლიგაში აპრობირებული დაუმარცხებელი სერია ოლიმპელებმა თასზეც გააგრძელეს და საკმაოდ მძლავრ ოპონენტს 92:85 მოუგეს.
ამ გუნდების მეორე დაპირისპირება 22 მარტს გაიმართება და თუკი "ოლიმპი" 7-ქულიან უპირატესობას შეინარჩუნებს, ოთხთა ფინალში გავა. ამ სერიის გამარჯვებული თსუ-სა და "რუსთავის" წყვილს შორის მოგებულს შეხვდება. თსუ-ს პირველი შეხვედრა 8 მარტს 8 ქულის სხვაობით აქვს მოგებული და ეს წყვილიც საპასუხო შეხვედრას, 22 მარტს, რუსთავში ჩაატარებს.
GBF