"პარტიზანთან" სერიაში ბრძოლა "რეალის" 18 ქულიანი ქამბექითა და გამარჯვებით დასრულდა - შეხვედრა, რომელიც ყველამ უნდა ნახოთ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის მეოთხედფინალური ეტაპი დასრულდა. დასრულდა მადრიდის "რეალისა" და "პარტიზანის" ომი გადატანილი მოედანზე. ამ სერიაში გულშემატკივარმა ყველაფერი ნახა მათ შორის ჩხუბიც და გაძევებებიც.

სერიის საწყისი 2 მატჩის საკუთარ მოედანზე წაგების შემდეგ (87:89, 80:95) მადრიდის "რეალმა" ზედიზედ 3 შეხვედრა (82:80, 85:78, 98:94) მოიგო და საუკეთესო ოთხეულში ადგილი დაიკავა.

რაც შეეხება გუშინდელ შეხვედრას (98:94), გულშემატკივარმა მაგარი თამაში ნახა, პირველი ტაიმი სერბული გუნდის გამარჯვებით 55:39 დასრულდა (18 ქულა ყველაზე დიდი უპირატესობა), ესპანელებს ძალიან უჭირდათ, მესამე მეოთხედში ჩამორჩენა 7 ქულამდე (69:76) შეამცირა, მეოთხე მეოთხედში კი საქმეში სერხიო
როდრიგესი ჩაერთო, რომელმაც გადამწყვეტ 10 წუთეულში 13 ქულა ჩააგდო და გუნდს ულიდერა.

რაც შეეხება სტატისტიკურ მონაგარს, ძანან მუსამ 20 ქულა, 6 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება დააგროვა, სერხიო როდრიგესმა - 19 ქულა, 3 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა.

"პარტიზანის" მხრიდან კევინ პანტერმა 28 ქულა, 2 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მეოთხედფინალური შეხვედრების საბოლოო შედეგები:

"ოლიმპიაკოსი" - "ფენერბაჰჩე" - 3:2 (79:68, 78:82, 72:71, 69:73, 84:72)

"მონაკო" - თელ-ავივის "მაკაბი" 3:2 (67:79, 86:74, 83:78, 69:104, 97:86)

"ბარსელონა" - კაუნასის "ჟალგირისი" 3:0 (91:69, 89:81, 77:66)

ამრიგად, ნახევარფინალური შეხვედრები 19 მაისს გაიმართება. ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:

"ოლიმპიაკოსი" - "მონაკო"

მადრიდის "რეალი" - "ბარსელონა"







მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული