16 წლამდე გოგონათა ნაკრები ბრინჯაოსმედალოსანია – სალომე სვანი სიმბოლურ ხუთეულში

AutoSharing Option
საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის C დივიზიონის ბრინჯაოს მედლების მფლობელია. ნუგზარ ჭეიშვილისა და თეა კომლაძის გაწვრთნილმა ნაკრებმა ანდორაში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში მე-3 ადგილი დაიკავა. ქართველებმა რევანში აუღეს მალტას, რომელთანაც ჯგუფურ ეტაპზე, ტურნირის სადებიუტო მატჩში 74:79 დამარცხდნენ. საბოლოოდ მოვლენები ისე განვითარდა, რომ მესამე ადგილისთვის მატჩში საქართველოს მალტა შეხვდა და ამჯერად 5 ქულით ქართველებმა იმარჯვეს – 51:46.

ქართველებმა მეტოქეს მეორე პერიოდში აჯობეს, რომელშიც 16:9 იმარჯვეს და მოპოვებული უპირატესობა, მალტელთა თავგამოდებული ბრძოლისა და შეტევების მიუხედავად, ბოლომდე შეინარჩუნეს. ჩვენს ნაკრებში კვლავ
სალომე სვანი გამოირჩა, რომელიც ერთადერთი იყო ჩვენს გუნდში, 10-ქულიან ბარიერს რომ ასცდა. სალომემ 24 ქულა, 5 მოხსნა, 5 ჩაჭრა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა.

Sportall.Ge

სალომე სვანი შევიდა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის სიმბოლურ ხუთეულში. ის ტურნირზე საშუალოდ 35.6 ქულას იხვეჭდა და ამ მაჩვენებლით საუკეთესო იყო.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 4 /
ნუგზარს და თეას გილოცავთ .წინ კიდევ დიდი წარმატებები.
დათა თუთაშხია
21:23 24-07-2023
0
ეს გოგო ყველგან ითამაშებს. აი ასეა, რა სპორტის სახეობის წარმომადგენელიც არ უნდა იყო და რაც არ უნდა განსხვავებულ დონეზე უნდა თამაშობდე, შესამჩნევს შეამჩნევენ და კაგი მომავალიც ექნება!
ამიტომაა მონდომება ბევრს რომ ნიშნავს!
ლაშა
19:02 24-07-2023
0

სიახლეები პოპულარული