პირველი ქართველი ფიბა-ში: ვიქტორ სანიკიძე საშეჯიბრო კომისიაში შეიყვანეს

AutoSharing Option
პირველად ისტორიაში, ფიბა-ს სამუშაო კომისიაში საქართველოს წარმომადგენელი შეიყვანეს. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე მსოფლიო კალათბურთის მმართველი ორგანიზაციის საშეჯიბრო კომისიის წევრი გახდა.

სანიკიძის აღნიშნულ კომისიაში შესაყვანად წარდგინება მანილაში, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე მოხდა, რაც ფიბა-სგან მოსული ოფიციალური წერილით ახლა დადასტურდა.

წერილში აღნიშნულია, რომ საშეჯიბრო კომისიაში სანიკიძის არჩევა მოხდა კალათბურთისადმი მისი ერთგულების, ამ სფეროში გამოცდილებისა და საჭირო უნარების ფლობის გათვალისწინებით.

ფიბა-ს საშეჯიბრო კომისია, თავის მხრივ, ოთხ ქვე-კომისიას აერთიანებს: კაცთა ეროვნული ნაკრებების, ქალთა ეროვნული ნაკრებების, ახალგაზრდული ნაკრებებისა და კლუბების. საქართველოს კალათბურთის ეროვნული
ფედერაციის პრეზიდენტი კლუბების ქვე-კომისიის წევრი იქნება, რომელიც პერიოდულად შეიკრიბება და საერთაშორისო ტურნირებთან და კლუბებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებს.

საკონტინენტო საკალათბურთო ორგანიზაციაში ქართველებს აქამდეც უმუშავიათ და ფიბა-ევროპის კომისიებში ახლაც არიან ჩვენი ფედერაციის წარმომადგენლები, თუმცა ფიბა-მსოფლიოში ვიქტორ სანიკიძე პირველი ქართველი იქნება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 3 /
საქართველო ხომ ააყვავა ასაკობრი ტურნირებით და ნეპოტიზმით გაივსო ყველაფერი და ფულიანი შვილებით.
2014 წლიდან ვარ ჩართული კალათბურთში ბავშვების მხრიდან და ისე შეისწავლეს კალათბურთი მიდგომა ასაკობრივებში მიდგომა ა ლიგაში ჩაწყობა სუპერლიგაში და ასე შემდეგ.ნაკრების შემცვლელი ბავშვები ვერ გაზარდა ფედერაციამ.
ახლა ვინც თამაშობს ბავშვები ყველა ძალათ გაზრდილები მამიკოს და მეგობრის შვილები ჩაკეტილი წრე აქვთ და თაობიდან თაობას გადაეცემა ნაკრებში ბავშვები.
დღეს დღეობით ფედერაციაში გაიხსნა ბავშვების ინდივიდუალური მომზადების ჯგუფი მათი თქმით პერსპექტიული ბავშვებისთვის და ვინმეს ბავშვი დადის?მე ვისაც ვიცნობ არავინ არ დადის .მარტო დადიან ჩაკეტილ წრეში მყოფი შვილები.
ფიბა გაივსება ახლა ქართველებით.
8 წელიწადი თავი ვერ დაადგეს ასაკობრივი ჩემპიონატების ნორმალურად ჩატარებას.
ვერც ამან და მსოფლიო აშენდება ახლა
აუუუუუ
08:33 28-09-2023
2
Mokled gaugeb aria adamiani amden adgilas mushaobdes da yvela samsaxurshi ertdroulad saqmes aketebdes.
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული