მოახლოვდა ევროტურნირების მორიგი ტურის მატჩები და ფიბა-მ იმ მსაჯ-კომისრების სია შეადგინა, რომლებიც ამ კვირაში გასამართ შეხვედრებს მოემსახურებიან. ამჯერად ფიბა ევროპის თასზე 2 ჩვენებური არბიტრი დაკავდება, ხოლო ფიბა-ს ერთადერთი ქართველი კომისარი ქალთა ევროპის თასის მატჩს მოემსახურება.
მიხეილ ვართანოვს ამჯერად კვიპროსში მოუწევს მსაჯობა, სადაც ლარნაკას "აეკ პეტროლინა" ფინეთის "კარჰუს" უმასპინძლებს. კირილე თვაური რუმინეთის ქალაქ სიბიუში ამავე სახელწოდების გუნდისა და პოლონური "ანვილის" დაპირისპირებას მოემსახურება. რაც შეეხება მერაბ რატიშვილს, მას კომისრობა თურქეთში, სტამბოლის "ემლაქ ქონუთისა" და შვეიცარიული "ფრიბურგის" მატჩში მოუწევს.
მიხეილ ვართანოვი (მსაჯი)
1
აეკ პეტროლინა (ლარნაკა, კვიპროსი) – კარჰუ (ფინეთი)
კირილე თვაური (მსაჯი)
1 ნოემბერი. ფიბა ევროპის თასი. სიბიუ (რუმინეთი)
სიბიუ (რუმინეთი) – ანვილი (ვლოცლავეკი, პოლონეთი)
მერაბ რატიშვილი (კომისარი)
1 ნოემბერი. ქალთა ევროპის თასი. სტამბოლი (თურქეთი)
ემლაქ ქონუთი (სტამბოლი, თურქეთი) – ფრიბურგი (შვეიცარია)
GBF.GE