"ვერ მოიძებნა კომპანია, რომელიც წყლით მაინც მოგვამარაგებდა" - თსუ-ს განცხადება

AutoSharing Option
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდს 8 ნოემბერს ფიბა-ევროპის თასზე მორიგი მატჩი ელის გერმანიის ბუნდესლიგის წარმომადგენელ „გიოტინგენთან“. წინა შეხვედრა, რომელიც 25 ოქტომბერს კვიპროსის „კერავნოსთან“ თბილისში გაიმართა, თსუ-მ ბრძოლაში მოიგო, მანამდე კი გერმანიაში „გიოტინგენთან“ თანაბარ თამაშში დამარცხდა.

ამით იმის დაფიქსირება გვსურს, რომ ევროტურნირზე, რომელშიც XXI საუკუნეში ქართულ კლუბებს მხოლოდ 3 გამარჯვება აქვთ მოპოვებული (ეს „არმიამ“ 2011 წელს მოახერხა), თსუ ღირსეულად ასპარეზობს და ეროვნული ნაკრებისგან შექმნილ დადებით საკალათბურთო იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე ამაგრებს.
5-წლიანი პაუზა, რომელიც საერთაშორისო საკლუბო კალათბურთში საქართველოს ჰქონდა, თსუ-მ დაასრულა და
გასულ სეზონში საქართველოს ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ გადაწყვიტა, ძალები ევროტურნირებზე მოესინჯა. ეს ვერ მოხერხდებოდა იმ დახმარების გარეშე, რომელსაც ჩვენი კლუბი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისგან და რა თქმა უნდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისგან იღებს.

მოგეხსენებათ, საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობა სხვა მასშტაბებთანაა დაკავშირებული და რომ არა ფედერაციისა და უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერა, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირში, შემდეგ კი ფიბა-ევროპის თასზე ასპარეზობა წარმოუდგენელი იქნებოდა.

ფინანსურ დახმარებას ყველა ის 39 კლუბიც იღებს, რომლებიც ფიბა-ევროპის თასზე თსუ-სთან ერთად ასპარეზობს, თუმცა, ჩვენი კლუბისგან განსხვავებით, ეს მათი სპონსორებისგან მოდის. ჩვენი კლუბის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტიც ამ ეტაპზე სპონსორ(ებ)ის მოძიებაა. გუნდს, რომელსაც ეროვნული ნაკრების ის 4 მოთამაშე ჰყავს, რომლებიც 2 თვის წინ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშობდნენ, ევროტურნირში სპონსორის გარეშე ასპარეზობს.
ჩვენი კლუბის შესაბამისი სამსახურის მიერ არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, რათა კერძო სექტორის წარმომადგენლები მოგვეზიდა, მაგრამ საქმე დაინტერესების იქით არ წასულა. ვერ გამოიძებნა კომპანია, რომელიც ევროტურნირზე მოასპარეზე გუნდს თუნდაც სასმელი წყლით მოამარაგებდა, საუბარი არაა იმ მსხვილ თანხებზე, რომლებიც საერთაშორისო მგზავრობების უზრუნველყოფას სჭირდება.

გვსურს, ამ განცხადებით ხმა მივაწვდინოთ კერძო სექტორის იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც უყვართ სპორტი, კალათბურთი და თვლიან, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელის გატანა სჯობს წლობით ვაკუუმში ყოფნას და ქართული კლუბების ერთ წრეზე ტრიალს. ჩვენი კლუბი მზადაა, ითანამშრომლოს კომპანიებთან, რომლებსაც თუნდაც მცირედით შეუძლიათ დახმარების ხელი გამოგვიწოდონ ქართული კალათბურთის სახელის ევროპულ ასპარეზზე წარმატებით გასატანად.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 27 /
სამწუხაროდ ქართულ ბიზნესს არ მომერიდება და ვიტყვი სამშობლო არ უყვარს, მაგალითად, 2 წლის წინ მთლიანი ბიზნესის მოგება საქართველოში იყო 7 მილიარდი, და რამდენი იყო ქველმოქმედება ვინ იცის? -ნოლი. მეორე მაგალითი, ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესი, ალბათ ყველაზე ცნობილი ქართული ბრენდი, 120 მილიონით წლიურ მოგებაზე, და თხოვეს რომ რეგიონში 5-10 % დატოვე, ან სპორტი დააფინანსე, ან სახვა რამე, და პასუხი, გვკიდიაო.. აი ესაა სამწუხაროდ ქართული ბიზნესი.. გუშინ ბანკების მოგება გამოქვეყნდა 9 თვოან ჭრილში, 2 მილიარდია წმინდა მოგება ჯამში, მაგათაც კიდიათ (თუმცა ძირითადად უცხოელები არიან მეწილეები და ეგ ფული გარეთ გადის, მამენტ გვძარცვავენ, ხარკია რა) აი ესაა რეალობა...
Zviads
07 ნოემბერი 2023 20:30
2
დიდი ბიზნესმენები, სახელმწიფო ტენდერების მომგებები თუ სარფიანად მიწის ნაკვეთის ადგილმომნაცვლეები არიან ერთ მისამართზე-პარლამენტში! 1-ტრანსპორტით, გადაჯდომის გარეშე შეგიძლიათ მიაკიტხოთ თსუ-დან პარლამენტამდე...
ლაშა
07 ნოემბერი 2023 18:18
1
სპორტსა და კულტურაში ფულს თითქმის არავინ ხარჯავს. სპონსორები თითზე ჩამოსათვლელია და მათი ნაწილიც ისევ სახელმწიფოს ჩარევით და თხოვნით იმეტებს მცირე თანხას. სახელმწიფოს მხარდაჭერა და დაფინანსება რომ არა, სპორტული ფედერაციები საერთოდ არ იარსებებდნენ. არათუ საერთაშორისო ტურნირებში
მიიღებდნენ მონაწილეობას, ეროვნულ ჩემპიონატებსაც ვერ ჩაატარებდნენ. სპონსორები არ არსებობენ და უამრავი მცდელობის მიუხედავად, გუნდებს არ აფინანსებენ. თუ ვინმე რაიმეს იხდის, მინიმალურია. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს არ ეხალისება სპორტული კლუბების და სპორტსმენების დაფინანსება, მაგრამ როდესაც სხვა გზა არ არის და არც პერსპექტივაში სჩანს, მათ შენახვას საკუთარ თავზე იღებენ. ვიღაცას ჰგონია, ბანერებზე, ან სპორტსმენების მაისურებზე წარწერებისთვის სპონსორები დიდი თანხით ეხმარებიან. არა, ეგ წარწერა უმეტესად, მთელი წლის განმავლობაში 5, ან 10 ათას ლარიანი დახმარების სანაცვლოდ კეთდება. მოკლედ, ის შედეგები, რასაც სპორტსმენები აღწევენ და გულშემატკივრებს გვახარებენ, ძირითადად სახელმწიფოს დაფინანსებით ხდება და სპონსორების წილი ძალზე მცირე, ზოგჯერ კი საერთოდ არ არის.
ლუკა
07 ნოემბერი 2023 16:25
0
ეს მხოლოდ იმაზე მიუთითებს რომ კლუბის მენეჯმენტი არი ნულის ტოლი!
ქომაგი
07 ნოემბერი 2023 12:20
1
მე მახსოვს, უამრავი გულშემატივარი გაყვა თურქეთში,( თსუ ატრიბუტიკით.) სავარაუდოდ კლუბის ხარჯით,. ბენფიკასთან. რომ 60 ქულით წააგეს, მენეჯმენტი არ უვარგა და სამი ტურის მერე არ უნდა ტიროდნენ თუ არ იცოდნენ სად მიდიოდნენ, ვითა მახსენდება, ვითიბი ლიგაზე რომ გავიდა
გივი ჩვენ ვართ
07 ნოემბერი 2023 10:33
2
თყველა პრობლემის საფუძველი იმაში მდგომარეობს რომ სპორტი სახელმწიგოს ნემსზეა ჩამოკიდებული რაც კერძო სექტორის გარიყვას იწვევს. როდესაც არცერთ პროფესიულ კლუბს აღარ დააფინანსებს სახელმწიფო მერე შეიცვლება ყველაფერი. კი თავიდან გჭირდება ბევრი კლუბიც გაკოტრდება მაგრამ ხანგრძლივ პერსპექტივაში დადებითი შედეგის მომტანი იქნება. რატო უნდა შემოვიდეს ჯერძო ბიზნეში იმ მორევში სადაც იგივე ფეხბურთში პირობითად 100 კლუბიდან 98 -ი სახელმწიფოსია? კაცი გახსნის თონეს ან ჩადებს თინეში ინვესტიციას როდესაც იცის რომ ფქვილის შემომტანი, წესების დამწერი და თონეების 98 % სახელმწიფოსია? შემოვა ასეთ ბიზნეზში? ბიზნესი არაა ქველმოქმედება მას თავისი კანონები აქვს და ყველა ბიზნესი ერიდება იქ შესვკას სადაც კონკურენტი სახელმწიფოა. თუ ვინმე გაიგებს ამას საქართველოში ხომ კარგი თუ არადა და ასე იქნება სულ საქმე.
იბერია
07 ნოემბერი 2023 00:07
6
საქართველოში სპორტს სახელმწიფო რომ არ ეხმარებოდეს და ზოგს მთლიანად არ ინახავდეს, სახეობების მინიმუმ 50% საერთოდ გაქრებოდა. ეს ადამიანები კალათბურთზე საუბრობენ, რომელიც მსოფლიოში პოპულარობით სპორტის მე-2 სახეობაა და ევროთასებზე კი არა, სამინისტროს და ფედერაციის გარეშე საქართველოს ჩემპიონატშიც ვერ იასპარეზებდნენ. რაღა შორს წავიდეთ, კალათბურთის ეროვნული ნაკრები ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა და სახელმწიფო რომ არ დახმარებოდა, იაპონიაში ვერც წავიდოდნენ. სახელმწიფო დაფინანსების გაუქმების, დანადაფინანსების და გარკვეული პროცენტების შესახებ მსჯელობა ადრეც მიმდინარეობდა და ახლაც მიმდინარეობს, მაგრამ სპონსორების მოძიება შეუძლებელია. უბრალოდ, სპორტში ნორმალურ თანხას არავინ დებს. პრინციპში, ბაზარზე იმდენი დიდი კომპანიაც არ არის, თუნდაც სურვილის შემთხვევაში, სპორტის სხვადასხვა სახეობებს, სხვადასხვა კლუბებს საკმრისი სპონსორობა გაუწიონ. ასე რომ, საქართველოში, სახელმწიფოს დახმარების გარეშე სპორტის არსებობა შეუძლებელია და რაიმე პერსპექტივა არც მომავალში მოსჩანს.
იბერია-ს
07 ნოემბერი 2023 11:54
0
mazgach iko tavis droze kerdzoc da kovelcels icvleboda da kreboda gundebi. madloba tkvi rom afinansebs saxelmcifo. da aravis ushlis shevides kerzoc. da meorec erti vinc kerdzoa imat ratom ar kavs sponsorebi mag logikit?
kombato
07 ნოემბერი 2023 10:30
0
სირცხვილია!!!
The
06 ნოემბერი 2023 22:57
1
ხარისხით მეოთხე დონის ტურნირი, სადაც მონაწილეობას იღებენ ლუზერები. ამ ტურნირზე საქართველოს ნაკრების კალათურთელები ძლივს ფაფხურობენ, თუ სპონსორი არ ჰყავდათ რა უნდოდათ, ან ჩვენ რას გვერჩოდნენ ან თვითონ რას წვალობდნენ?
დააT
06 ნოემბერი 2023 21:57
14
შე მართლა ლუზერო და ცოლის/დედის კმაყოფაზე მყოფო..
Georgian
07 ნოემბერი 2023 02:27
3
ჯერ რა გააკეთეს ფულს რომ ითხოვენ. სამარცხვინო თამაშს თამაშობენ.სპონსორების მეტი რა ყავთ.თქვენ იმაზე იფიქრეთ რომ გაირღვეს კალათბურთში ჯადოსნური წრე და ნაცნობ_მეგობრების ნაცვლად მართლა ნიჭიერ ბავშვებს მისცეთ გასაქანი. სანამ მაგ დღეში იქნებით არავინ არ დაგასპონსორებთ. თვითონ ასპონსორეთ ერთმანეთი. ფული მოუნდათ ბიჭებს
Gio
06 ნოემბერი 2023 21:06
11
თქვენნაირი დაუნახავები, უმადურები და მოღალატეები რომ არიან ამ ქვეყანაში ბლომად იმიტომ გვაქვს კარგად საქმე!!
Dato
07 ნოემბერი 2023 02:29
6
მენეჯმენტი არ გყავთ ვარგისიანი ეტყობა , ან მუქთამჭამელები არიან და იმიტომაც ვერ მონახეს სპონსორები ...
დათო
06 ნოემბერი 2023 20:44
2
უმადური და გაუნათლებელი რო ხარ მეტი რა უნდა დაგეწერა პრინციპში..
ნიკა
07 ნოემბერი 2023 02:30
3

სიახლეები პოპულარული