3 ოვერტაიმი ერთ მატჩში: სოხუმი-საქართველომ სანიკიძის აკადემიას 120:116 სძლია

AutoSharing Option
დაძაბული, დრამატული, 3-ოვერტაიმიანი მატჩი 22-წლამდელთა ჩემპიონატში: 2 ახალშექმნილი საკალათბურთო სკოლის გუნდების დაპირისპირება 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და საბოლოოდ გამარჯვებული გამოვლინდა. სოხუმი საქართველომ 120:116 (სტატისტიკა) დაამარცხა ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდი.

ორივე გუნდი ახალი დაფუძნებულია. უფრო ზუსტად, ეს გუნდები იმ საკალათბურთო სკოლების წარმომადგენლები არიან, რომლებიც მიმდინარე წელს დაფუძნდნენ და ორივე მათგანი როგორც ასაკობრივ ჩემპიონატებში, ისე პროფესიულ, “ა” ლიგაში გამოიყვანენ გუნდებს. მათი პირველი დაპირისპირება 22-წლამდელთა ჩემპიონატში მოხდა და შეხვედრა ისეთი დაძაბული გამოდგა, ალბათ მიმდინარე სეზონში ამ მხრივ გამორჩეულად დარჩება.

გამარჯვებული ძირითად დროში
ხომ ვერ გამოვლინდა და ფრე იყო 2 დამატებითი ხუთწუთეულის შემდეგაც. მესამე ოვერტაიმში გამარჯვებული, როგორც იქნა, გამოვლინდა. სოხუმი საქართველომ 4 ქულის სხვაობით გაიმარჯვა, რაშიც ლომის წილი ირაკლი კილაძეს მიუძღვის. მანa მოედანზე 52 (!) წუთი გაატარა, რა დროშიც 42 ქულა და 18 მოხსნა მიითვალა. 20 ქულა და 19 მოხსნა ჰქონდა მის თანაგუნდელ საბა შარვაშიძეს. 21 ქულა ალეკო ვახტანგაძის ანგარიშზეა. სანიკიძის აკადემიაში 30 ქულითა და 16 მოხსნით საუკეთესო იყო ალექსანდრე მაისურაძე. 22 ქულა სანდრო კასაბურმა, ხოლო 20 გაგი მღებრიშვილმა მიითვალეს.

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული