საქართველოს 18 წლამდე ქალთა ნაკრები აზერბაიჯანთან ბრძოლაში დამარცხდა

AutoSharing Option
დასანანი მარცხი იწვნია საქართველოს 18 წლამდე ქალთა ნაკრებმა. ლიკა ქაჯაიასა და ირინა მელქაძის გაწვრთნილმა გუნდმა აზერბაიჯანთან დაძაბულ ბრძოლაში მიმდინარე მატჩი 68:74 დათმო. არადა, საქართველოს რომ მოეგო, ჯგუფიდან გასვლას გაინაღდებდა, ახლა კი ყველაფერი ხვალინდელ შეხვედრაზეა დამოკიდებული. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩს საქართველოსა და ალბანეთს შორის რომელი გუნდიც მოიგებს, პლეი-ოფშიც ის გავა.

აზერბაიჯანმა საქართველოს დამარცხებით ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა, ალბანეთმა კი სომხეთს მოუგო და საქართველოს მსგავსად, თითო მოგება-წაგება აქვს. შესაბამისად, ჯგუფიდან გამსვლელი მეორე გუნდის ვინაობაც მათ შორის მატჩში გადაწყდება, რომელიც 25 ივლისს,
თბილისის დროით 19 საათზე გაიმართება.

საქართველომ აზერბაიჯანს პირველი პერიოდიც მოუგო და მეორეც. დიდი შესვენებისთვის ჩვენი ნაკრები 46:37 იგებდა, რაც არაა პატარა უპირატესობა. მესამე პერიოდში საქართველოს ნაკრებს ჩავარდნა ჰქონდა, მხოლოდ 8 ქულა მიითვალა, როცა აზერბაიჯანელებმა 18 ჩააგდეს და ბოლო პერიოდის წინ მინიმალური სხვაობით – 55:54 დაწინაურდნენ.

გადამწყვეტ პერიოდში თანაბარი ბრძოლა გაგრძელდა, თუმცა აზერბაიჯანელებმა ბოლო წუთებზე მოახერხეს ხელჩასაჭიდი უპირატესობის მოპოვება – 68:61. ჩვენი გოგონები ეცადნენ და ჩამორჩენა 3 ქულამდე – 68:71 შეამცირეს, თუმცა მეტის მისაღწევად დრო აღარ ეყოთ.

საქართველოს ნაკრებში 9 ქულით, 10 მოხსნით და 6 შედეგიანი გადაცემით სალომე სვანი გამოირჩა. მარიამ მუქერიამ 15 ქულა მოაგროვა. 15 მოხსნა და 4 ქულა ეთერ შონიას ანგარიშზე დაგროვდა.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 5 /
16 წლიანებში, მოგვიგეს 40 ქულაზე მეტით. აქ , 18 წ-ში ... მოკლედ, "პროგრესი" აშკარაა ! :)))
დასკვნა: 1. აზერბაიჯანმა ძალიან
გაგვისწრო ;
2. ქალთა კალათბურთის (უახლოესი მომავლის) სამწუხარო პერსპექტივა !
-------
პ.ს. ამ ასაკში რა ფაქტორებია გადამწყვეტი : ბავშვი + მწრთვნელი + ელემენტარული პირობები !

აქაცა
10:05 25-07-2024
2
16 წლიანებში, მოგვიგეს 40 ქულაზე მეტით. აქ , 18 წ-ში ... მოკლედ, პროგრესი აშკარაა !
დასკვნა: 1. აზებაიჯანმა ძალიან
გაგვისწრო ;
2. ქალთა კალათბურთის (უახლოესი მომავლის) სამწუხარო პერსპექტივა !
-------
პ.ს. ამ ასაკში რა ფაქტორებია გადამწყვეტი : ბავშვი + მწრთვნელი + ელემენტარული პირობები !

აქაცა
10:04 25-07-2024
2

სიახლეები პოპულარული