ავსტრალიამ ესპანეთი დაამარცხა და სიკვდილის ჯგუფში პირველი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პარიზში მიმდინარე ოლიმპიურ საკალთბურთო ტურნირზე A ტურის პირველ შეხვედრაში ავსტრალიამ ესპანეთი კომფორტული უპირატესობით, 92:80 დაამარცხა.

გამარჯვებულთა მხრიდან ჯოკ ლანდეილმა 20 ქულა დააგროვა, ვეტერანმა პატი მილსმა თავი 19 ქულით გამოიჩინა. გუნდის ლიდერმა, ჯოშ გიდიმ კი სამმაგი დუბლის ზღვარზე ითამაშა და საკუთარ გუნდს 17 ქულა, 8 მოხსნა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა შესძინა.

ესპანელთა შემადგენლობიდან სანტი ალდამამ 27 ქულა დააგროვა, "მემფის გრიზლის" კალათბურთელმა მეტოქე 6/8 სამქულიანი ჩააგდო.

ამავე ჯგუფში დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე საბერძნეთი კანადას შეხვდება.

ავსტრალია მომდევნო მატჩს 30 ივლისს, კანადასთან
გამართავს, ესპანეთი ამავე რიცხვში საბერძნეთს შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული