სუპერლიგა 2016/17. 1/2-ფინალი: აი, როგორი უნდა იყოს "კაკტუსი"

AutoSharing Option
გუშინ, 9 მაისს გამართული სუპერლიგის ნახევარფინალები ისეთი გამოვიდა, სპორტის ახალ სასახლეში შეკრებილ გულშემატკივართაგან დარბაზს უკმაყოფილო ვერავინ დატოვებდა. შესაძლოა, მისმა გუნდმა წააგო, მაგრამ სანახაობით უთუოდ კმაყოფილი დარჩებოდა. თუმცა არის ერთი უარყოფითი მომენტი - რამდენადაც მეტი იყო სანახაობა, იმდენად ნაკლები - ქომაგი.

9 მაისი, თბილისი
დინამო-რუსთავი 81:77
19:21, 24:28, 19:16, 19:12
დინამო: გრძელიძე (4ქ, 6მ, 3ჩ), ღურწკაია, ლონდარიძე (24ქ, 7მ), მაჩალაძე (4ქ), ფაცაცია (13ქ, 10მ, 4პ), ჭოჭუა (2ქ), მარავიჩი (14ქ, 10მ), ბერიშვილი (12ქ, 12მ, 3პ), გოგოძე (8ქ, 3ჩ).
რუსთავი: ბრიგსი (15ქ, 5პ), ლი
(10ქ), ჩაჩანიძე (24ქ), ათუაშვილი (9ქ, 9მ), კასპერბაუერი (7ქ, 3პ), გოგობერიშვილი (9ქ), გუგავა (3ქ).
მსაჯები: დ. ბერიშვილი, ი. ბერიშვილი, დ. ბერეკაშვილი.
სერიას იგებს "დინამო" - 2:0
მომდევნო მატჩი: 15 მაისი, რუსთავი, 18:30.

გადამწყვეტი. მთელი მატჩის განმავლობაში რუსთაველები ლიდერობდნენ, მხოლოდ ბოლოს მოახერხა "დინამომ" გადასწრება. საფინალო სირენამდე 29 წამით ადრე რუსთავის ამერიკელმა კასპერბაუერმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა - 76:77. მალევე უპასუხა ბერიშვილმა - 79:76, "დინამოს" სასარგებლოდ.

გადამწყვეტი აღმოჩნდა რუსთაველი ბრიგსის საჯარიმოები (სირენამდე 19 წამით ადრე): პირველი ჩააგდო, მეორე აუცდა, მოხსნეს დინამოელებმა და ისე გაათამაშეს, რომ მეტოქემ დაჯარიმებაც ვერ მოახერხა. მარავიჩმა ორქულიანი ჩააგდო და მატჩის დასრულებამდ 8 წამით ადრე თანაგუნდელები 81:77 დააწინაურა. ეს უკვე გამარჯვება იყო. მეორე გამარჯვება სერიაში.

სტატისტიკა არ ტყუის. მოდით, ვამხილოთ სტატისტიკა - "რუსთავმა" 25-დან 12 სამქულიანი ჩააგდო (48%), "დინამომ" - 21-დან 3 (14%). გამოდის, რომ თბილისელებმა სამიანებით 9 ქულა მიითვალეს, რუსთაველებმა - 36.

36-9=27. სწორედ 27 ქულით მეტი მოაგროვეს სტუმრებმა სამქულიანებით. ეს, წესითა და რიგით, გამარჯვებისთვის საკმარისი უნდა ყოფილიყო, რომ არა ერთი გარემოება: "დინამოს" მწვრთნელებმა იმდენი მოახერხეს, რომ ქვემოქართლელები ფართან, ფაქტობრივად, არ მიუშვეს. "რუსთავს" მეორე ფაზიდან (მოხსნის შემდეგ) ერთი ქულაც არ ჩაუგდია.

მოხსნების თანაფარდობას არ იკითხავთ? - 57:28, "დინამოს" სასარგებლოდ.

გამორჩეული. პირველ ტაიმში სტუმართა სნაიპერ რეზო ჩაჩანიძეს 5-დან 4 სამქულიანი ჰქონდა. მან საბოლოოდ 24 ქულა მოინაგრა (6-დან 5 სამიანი). "დინამოში" ყველაზე მეტი, 24 ქულა ილია ლონდარიძეს ჰქონდა, რომელთან ერთადაც მოედანზე ორმაგ ცენტრს თამაშობდა ნიკოლა მარავიჩი (14 ქულა, 10 მოხსნა). როდესაც ორივე მეფარე მობილურია, ორმაგი დაცვაც კარგად მუშაობს. მიშა ბერიშვილმა პერიმეტრიდან ჩვეული სიზუსტით ვერ სტყორცნა (9-დან 2 სამიანი), თუმცა ტრადიციულად სასარგებლო გახლდათ - 12 ქულა, 12 მოხსნა.

ყველაზე საინტერესო იყო მწვრთნელთა გადაწყვეტილება, რომლებმაც ლევან ფაცაცია გამთამაშებლად გაამწესეს. დეონტა ვონის არყოფნაში, გადამწყვეტ მომენტში ბურთს სწორედ ლევანი ათამაშებდა და კარგადაც გამოსდიოდა. ამ მატჩმა კიდევ ერთხელ დაგვანახა მისი ნაკრებში დაბრუნების საჭიროება. საბოლოოდ, 14 ქულა, 10 მოხსნა და 4 პასი.

ნამატჩევს
რამაზ გოგობერიშვილი ("რუსთავის" მთავარი მწვრთნელი):
- ბოლო წამებზე ვეღარ გავუძელით. არადა, შეიძლებოდა ამ შეხვედრის მოგება. "დინამო" ზედმეტად თავდაჯერებულიც ჩანდა დასაწყისში და ამანაც განაპირობა ჩვენი გაქცევა, თუმცა ბიჭებსაც არ შეიძლება დავუკარგოთ - იბრძოლეს და ეს მათი დამსახურებაცაა. წავაგეთ, მაგრამ ვიბრძოლეთ. გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ.

ირაკლი ხოშტარია ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი):
- ნახევარფინალში ფავორიტების გამორჩევა რთულია. ბევრ კომპონენტში გვაჯობა მოწინააღმდეგემ, უბრალოდ, ჩვენ შევძელით მობილიზება, იღბალიც ჩვენს მხარეს აღმოჩნდა. მაქსიმალურად უნდა მოვემზადოთ გასვლითი თამაშისთვის ან თამაშებისთვის.

9 მაისი, თბილისი
კაკტუსი-ქუთაისი 84:69
22:21, 24:12, 19:14, 19:22
კაკტუსი: უაითი (23ქ, 6მ, 3პ), ჩიკვილაძე (16ქ, 7მ, 5პ, 3ჩ), ჩლაიძე (4ქ), ლოლიშვილი (3პ), ბრიჯმენი (8ქ, 12მ, 3პ, 3დ), ბააკაშვილი, ლომიძე (23ქ), ფლოვიესი (10ქ, 14მ, 3დ, 3ჩ).
ქუთაისი: ბოისა (2ქ, 6მ, 3პ), ცეკვავა (14ქ), ფაშაევი (6ქ, 6მ), ქადარია (6ქ), ცინცაძე (11ქ, 14პ, 5მ), გ. ბარბაქაძე (8ქ, 5მ), ლომოური (3ქ, 6მ), ტუბაკი (6ქ, 5მ, 2დ), ბექაური (13ქ, 9მ, 2დ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე, მ. ვართანოვი.
სერიას იგებს "ქუთაისი" - 2:1
შემდეგი მატჩი: 10 მაისი, თბილისი, 18:00

"ქუთაისმა" "კაკტუსს" იმერეთის დედაქალაქში ორჯერ მოუგო და მესამე გამარჯვება ფინალის საგზურს მოუტანდა. სწორედ ფინალში ვერმოხვედრის საფრთხემ კიდევ უფრო მეტი აგრესია, მეტი "ეკალი" შესძინა "კაკტუსს", რითაც უმთავრესად მაყურებელმა იხეირა - ვიხილეთ სწრაფი და ეფექტური თამაში.

გადამწყვეტი. მესამე პერიოდის დასრულებას 4:11 წუთი რომ უკლდა, კაკტუსელთა გამთამაშებელმა უაითმა სამქულიანით სხვაობა 23 ქულამდე გაზარდა - 65:43. ამას არც გულშემატკივრები ელოდნენ და არც ქუთაისელი კალათბურთელები, რომლებმაც მეოთხე პერიოდი სულ სხვა ემოციით დაიწყეს. ცინცაძის წინამძღოლობით სწრაფი შეტევებით ანგარიშის კვეცას მიჰყვეს ხელი. მეტ-ნაკლებად გამოუვიდათ - საფინალო სირენამდე 6 წუთით ადრე ცეკვავას სამქულიანით "ქუთაისის" ჩამორჩენა 9 ქულამდე დავიდა (58:67).

იმერლები იმდენად შემართულები ჩანდნენ, რომ შეგვეძლო, თამამად გვეთქვა - 6 წუთში 9 ქულის ამოღებას რაღა უნდაო.

თუმცა საქმე არც ისე იოლად ყოფილა: "კაკტუსმა" მალევე გამოასწორა თამაში, მეტოქის კალათისკენ მიმავალი გზაც აღადგინა და "ქუთაისს" გამარჯვება არ დაანება. ამ საქმეში დიდი როლი ითამაშა თბილისელთა სამქულიანებმა.

სტატისტიკა არ ტყუის. "კაკტუსის" კალათბურთელებმა 11 სამქულიანი ჩააგდეს (28-დან), რაც ურიგო შედეგი არ არის. მათ განსაკუთრებულ მობილიზებაზე ისიც მეტყველებს, რომ მეტოქეზე 9-ით ნაკლები შეცდომა დაუშვეს - 13:22.

გამორჩეული. გამარჯვებულთა წინახაზელებმა ფარზე ბევრი იმუშავეს, ფლოვიესმაც და ბრიჯმენმაც დაბლ-დაბლები გაიფორმეს, მთავარი მექულეები კი ლომიძე და უაითი გახდნენ. ორივემ 23-23 ქულა ჩააგდო: ამერიკელმა - 4-დან 3 სამქულიანი, ქართველმა - 9-დან 6.

აქამდე სეზონის სარეკორდო მაჩვენებლად 12 პასი ითვლებოდა. სხვადასხვა მატჩში ოთხ კალათბურთელს ჰქონდა შესრულებული. "კაკტუსთან" კი, "ქუთაისელმა" გიორგი ცინცაძემ 14 შედეგიანი გადაცემა მიითვალა და სეზონის რეკორდიც "გამოაცხო".

ნამატჩევს
არჩილ ჟღენტი ("კაკტუსის" მთავარი მწვრთნელი):
- დარწმუნებული ვიყავი, რომ გამარჯვება შესაძლებელი იყო. სერიის საწყის ორ მატჩში ნამდვილად არ გამოვიყურებოდით ცუდად. ძლიერ გუნდს ვეთამაშებით და შევეცდებით, მომდევნო მატჩში კიდევ უფრო დიდი ბრძოლა გავუმართოთ.

კოტე ტუღუში ("ქუთაისის" მთავარი მწვრთნელი):
- ჩვენ ცუდად ვითამაშეთ, სხვა ვერაფერს ვიტყვი. არსებობს სპორტში ასეთი დღეები, როდესაც არაფერი გამოგდის. ეს, ალბათ, გადაღლილობის ან კონცენტრაციის ნაკლებობის ბრალი იყო. ვეცდებით, თბილისშივე დავასრულოთ სერია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კაკტუსი მეორე თამაშსაც სამწუხაროდ მოიგებს.
ქუთაისელი
13:56 10-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0