სუპერლიგა 2016/17. 1/2-ფინალი: აი, ფინალი - ქუთაისი VS დინამო

AutoSharing Option
ისტორიას ერთი საინტერესო თვისება აქვს - მოვლენების განმეორებადობა ახასიათებს. საკალათბურთო ისტორიაც განმეორდა - შარშანდელის მსგავსად, სუპერლიგის ფინალში "ქუთაისი" და "დინამო" გავიდნენ. თუმცა, ამ შემთხვევაში არც საოცარ პარალელთან გვაქვს საქმე და არც დიად მიგნებასთან, ყველაფერი მარტივადაა - "დინამო" და "ქუთაისი" სხვებთან შედარებით უკეთესი გუნდები არიან და ამიტომაც მოხვდნენ ფინალში.

სიძლიერე მათ ნახევარფინალში დაამტკიცეს: იმერლებმა "კაკტუსს" 3:1 მოუგეს, ხოლო დინამოელებმა გუშინ რუსთავშიც იმარჯვეს და სერია 3:0 დაასრულეს.

15 მაისი, რუსთავი
რუსთავი-დინამო 86:112
26:31, 20:28, 27:24, 13:29
რუსთავი: ბრიგსი (20ქ, 9მ), ხმელიძე (2ქ), ქიტოშვილი,
ლორთქიფანიძე, ლი (18ქ), წიქარიშვილი, ჩაჩანიძე (16ქ, 4პ), ათუაშვილი (7ქ, 7მ), კასპერბაუერი (13ქ), გოგობერიშვილი (7ქ, 3პ), გუგავა (1ქ), ბარამიძე (2ქ).
დინამო: გრძელიძე (5ქ, 6მ), ღურწკაია, ლონდარიძე (16ქ, 5მ), მაჩალაძე (1ქ, 3პ), ფაცაცია (19ქ, 4პ), ჭოჭუა (16ქ, 5პ), მარავიჩი (14ქ, 11მ), გ. რევაზაშვილი (2ქ), ბერიშვილი (22ქ, 6მ, 7პ), გოგოძე (17ქ, 4პ).
სერია მოიგო "დინამომ" - 3:0

გადამწყვეტი. რუსთაველებს თამაშის შემოტრიალების იმედი ბოლო პერიოდამდე ჰქონდათ. მეოთხე რაუნდის დასაწყისში ქეისი კასპერბაუერმა ორქულიანით ჩამორჩენა 8 ქულამდე შეამცირა (75:83). 10 წუთში კი 8 ქულა სულაც არ არის რთული აღმოსაფხვრელი. ...მაგრამ "სან ანტონიო" უნდა იყო, სოლიდური ფორა რომ გაანიავო, მეტოქედ კი "გოლდენ სტეიტი" უნდა გყავდეს... აბა, დედამიწის ზურგზე სხვა რომელ გუნდს აქვს შანსი, "სპურსს" 25-ქულიანი უპირატესობა გაუბათილოს?!

ზეკალათბურთზე მეტს არ განვაგრძობთ, რუსთავში დავბრუნდეთ - კასპერბაუერის ტყორცნის შემდეგ "დინამო" 11:0 გაიქცა, 94:75 დაწინაურდა და მატჩის ბედიც აქ გადაწყდა.

სტატისტიკა არ ტყუის. წინა მატჩის მსგავსად, დინამოელებს სტუმრადაც დიდი უპირატესობა ჰქონდათ ფარქვეშ. ეს მოხსნების (44:30) რაოდენობაზე იმდენად არ აისახა, რამდენადაც სამწამიანი ზონიდან ჩაგდებულ ქულებზე: "რუსთავმა" ფარქვეშიდან 20 ქულა მიითვალა, "დინამომ" - 58.

გაგახსენებთ: 2013 წლის ევრობასკეტზე ჩეხეთის ნაკრებმა სამწამიანიდან 60 ქულა რომ ჩაგვიგდო, მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა თქვა - როცა ფარქვეშიდან ამდენ იერიშს გაატარებ, წარმატებაზე ფიქრიც არ შეიძლებაო.

გამორჩეული. როდესაც საქმე "დინამოს" ეხება, რთულია ერთი კალათბურთელის გამორჩევა. გამონაკლისი არც ეს შეხვედრა იყო. მიშა ბერიშვილი პერიმეტრიდან კვლავ მაღალი სიზუსტით სტყორცნიდა (7-დან 4 სამიანი) - 22 ქულამდე ავიდა. ლევან ფაცაციამ კი სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა - 19 ქულა ჩააგდო (10-დან 5 ორქულიანი, 1-დან 1 სამიანი, 6-დან 6 საჯარიმო). პლუს-მინუსებში კი ყველაზე მაღალი რიცხვი ეწერა +25, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მოედანზე ყოფნისას "დინამო" 25 ქულით დაწინაურდა.

ფინალური სერია
22 მაისი, თბილისი
დინამო-ქუთაისი

23 მაისი, თბილისი
დინამო-ქუთაისი

26 მაისი, ქუთაისი
ქუთაისი-დინამო

27 მაისი, ქუთაისი
ქუთაისი-დინამო*

30 მაისი, თბილისი
დინამო-ქუთაისი*

* - თუ საჭირო გახდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0