სუპერლიგა: "ოლიმპმა" "სოხუმი" 37 ქულით დაამარცხა

AutoSharing Option
სუპერლიგის მორიგი ტურის მატჩებს დღეს თბილისის ოლიმპიური სასახლე მასპინძლობს. დაგეგმილი 2 შეხვედრიდან პირველი დასრულდა. ერთმანეთს ცხრილის შუაში მყოფი “ოლიმპი” და ერთ-ერთი აუტსაიდერი “სოხუმი” შეხვდნენ. ფავორიტად ოლიმპი იყო იყო მიჩნეული და ლეონიდ ივატინის გუნდმა ეს სტატუსი გაამართლა. ოლიმპელებმა თითოეული პერიოდი დამაჯერებლად მოიგეს და საბოლოოდ 37-ქულიანი სხვაობით – 87:50 იმარჯვეს.

როგორც გამოჩნდა, “სოხუმს” სერიოზული პრობლემები აქვს. გუნდმა ახალი ლეგიონერი – ლიტველი ვიტაუტას კამარუნასი შეიმატა, თუმცა ამ ტრანსფერს ეფექტი ჯერ არ მოუტანია. სოხუმელებმა პირველი პერიოდი 9:18 წააგეს, მაგრამ ვითარების გამოსწორება დარჩენილ დროში ვერ
მოახერხეს. “ოლიმპი” ყველა კომპონენტში მოწოდების სიმაღლეზე იდგა და რაც დრო გადიოდა, უპირატესობას იმტკიცებდა.

ოლიმპელებმა გუნდურად ითამაშეს. 16 ქულით ბომბარდირი გახდა გეგი ბაქრაძე. 14-14 ქულა მიითვალეს მერაბ ბოქოლიშვილმა და მორის ჰილმა. 13 ქულა და 9 მოხსნა მარკ ოგდენის ანგარიშზე დაგროვდა. სოხუმელთაგან ბომბარდირმა ლევან რევაზაშვილმა 10 ქულა დააგროვა. 9 ქულა მისმა ძმამ, მაიზერ რევაზაშვილმა მიითვალა.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0