მატჩის მსვლელობამ გამოაჩინა მისი შედეგის მნიშვნელობა. ორივე გუნდი ყველაფერს აკეთებდა წარმატების მისაღწევად და ანგარიშიც ბოლო პერიოდამდე თითქმის თანაბრად იზრდებოდა. პირველი პერიოდი თსუ-ჰიუნდაელებმა 17:12 მოიგეს, ხოლო მეორე დინამოელების სასარგებლოდ დასრულდა – 24:20. დიდი შესვენების შემდეგ ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა თსუ-ჰიუნდაელებმა 7-ქულიანი უპირატესობა (58:51) მოიპოვეს, თუმცა
გადამწყვეტ ათწუთეულში სწრაფი და შედეგიანი თამაშის წყალობით “დინამომ” ათქულიანი უპირატესობა მოიპოვა და თამაშის ბოლომდე ისე მივიდა, პრობლემა არ შექმნია. ირაკლი ხოშტარიას გუნდისთვის ეს მიმდინარე სუპერლიგაში ზედიზედ მე-7 გამარჯვება გახლდათ. დინამოელებს რეჯერ დოუელმა 29 ქულით ულიდერა. 15-15 ქულა მიითვალეს დომაგოი ბუბალომ და ჯორდან სვოპშირმა. ორივე მათგანმა ორმაგი დუბლი მიითვალა. ბუბალომ 10 მოხსნა მიითვალა, სვოპშირმა – 15. “თსუ-ჰიუნდაიში” 30 ქულით საუკეთესო იყო ჯეიმს მილიკანი, ნიკა მეტრეველის ანგარიშზე კი 15 ქულა დაგროვდა.
ამ მატჩის დწყებამდე შედგა “ჰიუნდაის” საკალათბურთო სკოლის 14-წლამდელთა გუნდის დაჯილდოვება, რომელიც გასული სეზონის საქართველოს ჩემპიონი გახდა. გუნდის მწვრთნელები და მოთამაშეები საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწემ, ზაზა ღონღაძემ და ვეტერანმა მსაჯმა და ამჟამად სუპერლიგის კომისარმა – როლანდ გელოვანმა დააჯილდოვეს.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით