"ბათუმის" დამაჯერებელი გამარჯვება "კაკტუსთან"

AutoSharing Option
გუშინ რუსთავში დაწყებული სუპერლიგის მე-4 ტური დღეს თბილისში 2 მატჩით გაგრძელდა. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს კაკტუსი და ბათუმი დაუპირსპირდნენ. შეხვედრის პირველი ნახევარი თანაბარი და შესაბამისად, დაძაბული გამოდგა, მეორეში კი სტუმართა უპირატესობა აშკარა იყო და საბოლოო შედეგიც ბათუმელთა იოლ გამარჯვებაზე მიუთითებს – 85:67.

მატჩის პირველ პერიოდში ლიდერი ვერ გამოიკვეთა. ათწუთეული ფრედ – 19:19 დასრულდა. ვითარება არც მეორე მეოთხედში შეცვლილა. ბათუმელები მცირედით ლიდერობდნენ, თუმცა კაკტუსის მოთმაშეები არ თმობდნენ და დიდი შესვენებისთვის მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებოდნენ. მესამე პერიოდში ზღვისპირელებმა დაცვისა და სწრაფი კონტრშეტევების ხარჯზე
უპირატესობა მოიპოვეს და ნიკოლა ვუიოვიჩისა და ლევან მასხულიას მექულეობის ხარჯზე ხელჩასაჭიდი ლიდერობა მოიპოვეს. პერიოდი ბათუმელებმა 10 ქულით – 21:11 მოიგეს და ბოლო მეოთხედის წინ 12 ქულით დაწინაურდნენ.

კაკტუსს თამაშის გადარჩენის რესურსი აღარ შერჩა – თამაშისთვის განკუთვნილი დრო ისე ამოიწურა, ბათუმელთა ლიდერობას საფრთხე არ დამუქრებია. შეხვედრა ზღვისპირელთა გამარჯვებით დასრულდა – გია კაზანჯიანის გუნდმა სუპერლიგაში მე-2 გამარჯვება მოიპოვა. ბათუმელებს 20 ქულით და 12 მოხსნით ლევან მასხულიამ ულიდერა. 18 ქულა და 10 მოხსნა ნიკოლა ვუიოვიჩის ანგარიშზეა. კაკტუსში 16 ქულითა და 10 მოხსნით ჯასტინ ევერეტი გამოირჩა, 13 ქულა და 13 მოხსნა ზორან ვილოტიევიჩმა მიითვალა.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0