"ვერამ" "ცხუმ-აფხაზეთი" ბოლო პერიოდში გატეხა და ლიდერებში დაბრუნდა

AutoSharing Option
გუშინ რუსთავში დაწყებული სუპერლიგის მე-10 ტური დღეს თბილისში გრძელდება. ოლიმპიურ სასახლეში დაგეგმილი 2 მატჩიდან პირველი დასრულდა. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა “ვერა” “ცხუმ-აფხაზეთს” შეხვდა და 78:59 დაამარცხა.

ზვიად ანთაძის გაწვრთნილ “ცხუმ-აფხაზეთს” თამაში ცუდად არ დაუწყია, პირველი პერიოდი 23:18 მოიგო და მეორეშიც ლიდერობდა. ვერელებმა თამაში დიდ შესვენებამდე დაალაგეს და მედგარი დაცვის ხარჯზე მეტოქეს ქულების მოპოვებისთვის სივრცეები შეუზღუდეს. ამან ხოშტარიას გუნდ შეტევაში გზა გაუხსნა და მეორე პერიოდის 19:11 მოგების შემდეგ “ვერა” დიდ შესვენებაზე ლიდერის ამპლუაში გავიდა – 37:34.

მესამე პერიოდიდან ვერელები თამაშის სადავეებს მთლაინად
დსეპატრონნენ და დასკვნით ათწუთეულამდე უპირატესობა 9 ქულამდე გაზარდა. ბოლო პერიოდში ცხუმელებს თამაშის შემობრუნების შანსი არ მისცემიათ. “ვერამ” იმდენად შედეგიანად ჩაამთავრა შეხვედრა, რომ ლიდერობა საბოლოოდ 19 ქულამდე გაზარდა.

გამარჯვებულთაგან 20 ქულითა და 9 ქულით ვენდელ ლუისი გამოირჩა, საუკეთესო შედეგი კი ვახტანგ ქადარიამ დააფიქსირა – 19 ქულა, 11 მოხსნა, 3 დაფარება. 17 ქულითა და 7 მოხსნით დაასრულა შეხვედრა ბექა ჩიკვილაძემ. ცხუმ-აფხაზეთში 20ქულით საუკეთესო იყო ობრი მაკალპინი. 11 ქულა ჰქონდა გიორგი შარაბიძეს.

5 მოგებითა და 4 მარცხით “ვერა” ლიდერებში გაერია, ცხუმ-აფხაზეთს კი მხოლოდ 3 მოგება აქვს და აუტსაუდერთა შორისაა. შემდეგ მატჩში ლიდერები – თსუ და “დინამო” შეხვდებიან.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0