"ბათუმი" და "ქუთაისი" ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც ერთმანეთს შეხვდებიან

AutoSharing Option
საკალათბურთო სუპერლიგის ნახევარფინალური წყვილები შეიკრა. ოთხეულში აქამდე გასულ “ოლიმპს” და თსუ-ს დღეს “ბათუმი" და “ქუთაისი” შეუერთდნენ. ორივე მათგანმა მეოთხედფინალური სერია მშრალი ანგარიშით – 3:0 მოიგო.

წესით, ყველაზე დაძაბული რეგულარულ ჩემპიონატში IV და V ადგილებზე გასული გუნდების დაპირისპირება უნდა ყოფილიყო, თუმცა “ბათუმისა” და “ვერას” საპლეიოფო სერია ყველაზე ნაკლებად დაძაბული გამოდგა. მიზეზი ისაა, რომ “ვერა” პირველ წრეში მოპოვებული გამარჯვებების (8) წყალობით გავიდა პლეი-ოფში და მეორე წრიდან, განსაკუთრებით კი, პლეი-ოფიდან, ძალიან შესუსტებული შემადგენლობით დარჩა.

პირველი წრის შემდეგ ვერელებმა 2 ლეგიონერი დაკარგეს და 10
მატჩში 8 მარცხი განიცადეს. პლეი-ოფის წინ კი ტრავმის გამო მთავარი ლიდერი – ზაკ სელიასიც გამოაკლდათ და ბათუმელებთან საპლეიოფო სერიაში უშანსოდ დარჩნენ. სერიის პირველი მატჩი ვერელებმა 20 ქულით წააგეს, მეორე - 22-ით, დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართულ მატჩში კი, 89:69 იმარჯვეს.

ბათუმელებს ნახევარფინალში იოლი გასეირნება აღარ ექნებათ. ის კი არა, ბუბა ბერიშვილის გუნდის მეტოქე “ქუთაისია”, რომელმაც რეგულარული ჩემპიონატი მოიგო და ნებისმიერ მეტოქესთან ფავორიტად ითვლება. ქუთაისელებმაც დღეს მოიპოვეს ნახევარფინალის საგზური. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა 2 საშინაო მატჩის მოგების შემდეგ დღეს “რუსთავი” ქვემო ქართლშიც დაამარცხა და სერია მშრალი ანგარიშით მოიგო.

რუსთაველებმა სერიის მეორე მატჩში ქუთაისში დიდი ბრძოლა გაუმართეს იმერულ კლუბს და შეხვედრა ოვერტაიმში დათმეს. საკუთარ კედლებში კი მეტოქესთან ვერაფერი გააწყვეს და 81:97 დამარცხდნენ.

ასე და ამგვარად, ნახევარფინალური წყვილები ცნობილია: რეგიონულ დერბიში “ქუთაისი” “ბათუმს” დაუპირისპირდება, ხოლო თბილისში თსუ და “ოლიმპი” შეერკინებიან. სერიები 12 მაისიდან დაიწყება. 

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0