ქუთაისელები ბოლოს ფინალში 3 წლის წინ იყვნენ, როცა “დელტასთან” დამარცხდნენ, ხოლო ერთადერთი ტიტული 2015 წელს აქვთ მოპოვებული. იმერულ კლუბს ფინალში გასასვლელად დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ნახევარფინალური სერია მე-5 მატჩამდე
სტუმრები პირველ ნახევარში კარგად გამოიყურებოდნენ და მთელი 20 წუთის განმავლობაში წინ იყვნენ. თუმცა მეორე ნახევარი რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა. ქუთაისელებმა გამართული ტაქტიკისა და მაღალი საშემსრულებლო ტექნიკით მეორე ტაიმში პირწმინდად აჯობეს ბათუმელებს. დიდი შესვენებისთვის აჭარული გუნდი 3 ქულით იგებდა, თუმცა მე-3 პერიოდში მასპინძლებმა 31:21 იმარჯვეს, რითაც სტუმრები გატეხეს და ბოლო ათწუთეულში, როცა მასპინძელთა ლიდერობამ 15 ქულას მიაღწია, შეხვედრის ბედიც გაირკვა.
გიორგი კორსანტიამ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა, რომელმაც 31 წუთში 29 ქულა მოაგროვა. 22 ქულა სტივენ ფლეჯერმა, ხოლო 17 – ჯარვის რეიმ მიითვალა. ბათუმში 22 ქულითა და 8 მოხსნით საუკეთესო იყო ბექა ბექაური. 20 ქულა კაილი რიდლიმ მიითვალა, საბა ლობჯანიძის ანგარიშზე კი 18 ქულა დაგროვდა.
ფინალური სერია სტარტს 24 მაისს აიღებს. ქუთაისელებს “ოლიმპთან” მოედნის უპირატესობა ექნებათ, რადგან კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა რეგულარულ ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავა.
GBF