სუპერლიგის სადებიუტო მატჩში "ვსა-BASKETBALL"-მა "ბათუმი" 80:72 დაამარცხა

AutoSharing Option
სუპერლიგაში ისტორიული, პირველი გამარჯვება იზეიმა ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდმა "ვსა-Basketball"-მა, რომელმაც საკუთარ მოედანზე "ბათუმი 2010"-ს 80:72 სძლია. აკადემიელებმა დუდუ დადიანის მემორიალი მოიგეს და სუპერლიგაც გამარჯვებით დაიწყეს, რაც ამ გუნდის სერიოზულ ამბიციებზე მეტყველებს. "ვსა-Basketball"-ის სახით უმაღლეს ლიგას კიდევ ერთი კონკურენტუნარიანი გუნდი შეემატა.

ვსა-მ ბათუმელები დაიბრიყვა. ჯერ იყო და ზღვისპირელებს წინა სეზონში, საქართველოს თასის გათამაშების მატჩში მოუგო, შემდეგ, ამ სეზონის დაწყებამდე დუდუ დადიანის მემორიალზე დაამარცხა, დღეს კი სუპერლიგის მეორე ტურშიც აჯობა. პირველ ტურში ვსა ისვენებდა, რითაც მეტოქეებზე დაკვირვების საშუალება მიეცა. "ბათუმმა" წინა
ტურში შინ "მარგვეთთან", ბოლო წამზე, ლუკა კალატოზიშვილის სროლით მოიგო. ცხადია, თბილისშიც მოსაგებად ჩამოვიდნენ აჭარლები, თუმცა "ვსა-Basketball"-ის სწრაფ თამაშს ფეხი ვერ აუწყვეს და დამარცხდნენ.

თამაში დაძაბული არ ყოფილა, მაგრამ ინტრიგას ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდა. თავიდანვე რომ დაწინაურდნენ, აკადემიელებს ლიდერობა ხელიდან აღარ გაუშვიათ. მხოლოდ ერთხელ, მესამე პერიოდის შუაწელში მოახერხეს ბათუმელებმა ჩამორჩენის მინიმუმამდე შემცირება (53:54), მაგრამ ვსა-მ ზღვისპირელებს მეტის საშუალება არ მისცა.

საბოლოოდ თამაში ისე დასრულდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. გამარჯვებულთაგან ბომბარდირი დავით კაკუშაძე გახდა 19 ქულით, ყველაზე შედეგიანი კი შაქუან ჯულსი გახლდათ – 11 ქულა, 13 მოხსნა, 4 დაფარება. 14 ქულა, 8 პასი და 3 ჩაჭრა ჯერმეინ ჰედის ანგარიშზე დაგროვდა. ბათუმელთაგან საუკეთესო იყო ლუკა კალატოზიშვილი – 16 ქულა, 9 მოხსნა, 4 პასი. 16 ქულა და 7 მოხსნა ჯექსონ ბრენჩლის ანგარიშზეა. 14 ქულით დაასრულა შეხვედრა ილია ლონდარიძემ.

მე-2 ტურის შემდეგ სუპერლიგაში მხოლოდ 3 გუნდი დარჩა დაუმარცხებელი – თსუ, "ქუთაისი" და "ვსა-Basketball". მორიგი, მესამე ტური 25, 26 და 27 ოქტომბერს – გურჯაანში, ქუთაისსა და თბილისში გაიმართება.

GBF.GE
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0