ვიქტორია ბექჰემი: დევიდი დიდებული ჯეიმს ბონდი იქნებოდა

AutoSharing Option
დევიდ ბექჰემის მეუღლე ვიქტორია ადამსმა განაცხადა, რომ მისი ქმრისგან სუპერ ჯეიმს ბონდი გამოვიდოდა.

38 წლის ბექჰემს, რომელმაც საფეხბურთო კარიერა ახლა დაასრულა, სამსახიობო გამოცდილება არა აქვს, თუმცა "პოშს" ერთი წამითაც არ ეპარება ეჭვი, რომ ინგლისელთა 7-იანი წარმატებით გადაცვლის ნომერს 007-ზე.

"სანთან" საერთო ინტერვიუში დევიდ ბექჰემმა განაცხადა, რომ რამდენიმე მსახიობთან მეგობრობს, მაგალითად, ტომ კრუზთან, მაგრამ არ არის დარწმუნებული, რომ მსახიობობა კარგად გამოუვა.

ვიქტორიამ ქმარს იქვე შეაწყვეტინა: "მე ვფიქრობ, რომ შენ დიდებული ჯეიმს ბონდი იქნები".

ასევე იხილეთ:
დევიდ ბექჰემი: ემოციებს ვიკავებდი, მაგრამ ბოლოს
ეს ძალიან ძნელი გახდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული