ბექჰემი მესის MLS-ში წაყვანას ცდილობს

AutoSharing Option
Mirror-ის ინფორმაციით, ფრანგული პსჟ-ის არგენტინელმა ფორვარდმა ლიონელ მესიმ, შესაძლოა, კარიერა ამერიკულ MLS-ში განაგრძოს.

წყაროს ცნობით, ლეოსთან კონტრაქტზე "ინტერ მაიამის" ერთერთი მფლობელი დევიდ ბექჰემი გავიდა. "ბექზის" თავის კლუბში მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების შეკრება სურს და მესი ერთერთი მთავარი სამიზნეა. ამჟამად ფლორიდულ გუნდში 5 არგენტინელი თამაშობს, მათ შორის გონსალო იგუაინი. მესის კი მაიამიში სახლი აქვს.

ბექჰემი, მომავალში, გუნდში ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდი კრიშტიანო რონალდოს მიწვევევასაც აპირებს.

რასაკვირველია, როგორც მესის, ასევე რონალდოს შესახებ, საქმე ტრანსფერის 2023 წელს განხორციელებას ეხება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული