ლიონელ მესი: არ ვიცი, ეკვადორთან ვითამაშებ თუ არა

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ფორვარდმა ლიონელ მესიმ კოლუმბიის ეროვნულ გუნდთან (0:0) მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევი ეტაპის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"საუკეთესო ფორმაში არ ვარ. კარგა ხანი არ მითამაშია, პრაქტიკულად ორი თვე ვკურნალობდი, ამიტომ მე და მწვრთნელმა გადავწყვიტეთ, რომ მხოლოდ მეორე ტაიმში ვითამაშებდი.

არ ვიცი შევძლებ თუ არა ეკვადორთან თამაშს. არადა მართლა კარგა ხანია მოედანზე არ გავსულვარ. ჩემთან ერთად თუ ჩემს გარეშე არგენტინამ ყოველთვის უნდა გაიმარჯვოს",
- თქვა მესიმ.

შეგახსენებთ, რომ არგენტინისა და ეკვადორის ნაკრებებს შორის შეხვედრა ჩვენი დროით 11 ივნისს შუა ღამე
გაიმართება.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული