დიდიე დეშამი მინსკში ქარიმ ბენზემას ბოლო შანსს მისცემს

AutoSharing Option
"ლე პარიზიენის" ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ქარიმ ბენზემამ თბილისური მატჩი ჩააგდო, მინსკში ისევ ის იქნება სასტარტო შემადგენლობაში, მაგრამ დიდიე დეშამი მას ბოლო შანსს აძლევს.

25 წლის ბენზემას საფრანგეთის ნაკრებში უკვე 20 საათი და 26 წუთია, გოლი არ გაუტანია.

თბილისში, დიდიე დეშამმა სასტარტო ფორვარდი მისთვის უჩვეულოდ ადრე გამოცვალა, იმდენად არაეფექტური იყო მადრიდის "რეალის" ფორვარდი.

საქმე იმაშია, რომ ვერც ანდრე პიერ ჟინიაკმა შეძლო თავდასხმის გაძლიერება.

თუკი ბენზემა ვერც ბელარუსთან მატჩში გამოიჩენს თავს, დიდიე დეშამი მას სათადარიგო ფორვარდად დააქვეითებს.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები
თბილისშია და "დინამოს" ბაზაზე ემზადება ბელარუსთან მატჩისთვის.

ასევე იხილეთ:
საქართველო-საფრანგეთი 0:0 - ფრე, რომელიც ისტორიას დარჩება [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 1 /
ასეთი ფორვარდი რაში ჭირდება ან საფრანგეთის ნაკრებს ან რეალს პირადად ჩემთვის გაუგებარია და ის საერთოდ გაუგებარია რა პრინციპით არის ასე ძვირად შეფასებული სატრანსფერო ბაზარზე
vaivaivai
09:35 09-09-2013
0

სიახლეები პოპულარული