ამ მატჩების შემდეგ, შესაძლოა, მუნდიალის მონაწილე პირველი ევროპული გუნდების სახელები შევიტყოთ...
A ჯგუფი
ყველაზე უინტერესო
ყველაზე უინტერესო ალბათ პირველი, A ჯგუფის შეხვედრებია, სადაც ერთმანეთს ბრიტანელები და ბალკანელები დაუპირისპირდებიან. ჯგუფის ლიდერები თავიანთ შეხვედრას ოქტომბერში გამართავენ, როდესაც ლიდერი ბელგია ხორვატიას ესტუმრება. 10 სექტემბერს კი მე-3-მე-6 ადგილებისთვის მებრძოლი გუნდები ითამაშებენ.
მაკედონია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ბელგიაში მოთამაშე ტრიკოვსკის ("ვარეგემი") და ტრაიკოვკის ("მეხელენი")
უელსი კი ეთამაშება სერბეთს, რომელმაც წინა ტურში ხორვატიასთან ფრედ ითამაშა და მუნდიალზე პირდაპირ, პირველი ადგილით მოხვედრის შანსები მიზერულამდე შეუმცირა.
მაკედონია-შოტლანდია 22:30
უელსი-სერბეთი 22:45
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბელგია 8 7 1 0 15-2 22
2. ხორვატია 8 5 2 1 11-5 17
3. სერბეთი 8 2 2 4 10-10 8
4. მაკედონია 7 2 1 4 5-8 7
5. უელსი 7 2 0 5 7-16 6
6. შოტლანდია 8 1 2 5 4-11 5
B ჯგუფი
იტალიას მუნდიალზე გასვლა შეუძლია
ამ ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდის ვინაობა დიდი ხანია ცნობილია - იტალიას მუნდიალის საგზურის მოპოვება ახლავე შეუძლია. თუ "აძურამ" ჩეხეთს მოუგო, მას ვერავინ დაეწევა.
თავის მხრივ, მიხალ ბილეკის გუნდს ქულები ჰაერივით ესაჭიროება. ჩეხებმა წინა ტურში სომხეთთან წააგეს და მდგომარეობა უკიდურესად გაირთულეს.
მეორე ადგილისთვის მართლაც სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა გაჩაღებული. დანიასა და ჩეხეთში მოგებული მატჩების წყალობით, სომხეთმა ცხრა ქულა მოაგროვა და მეორე პოზიციის დაკავების შანსი გაიჩინა. ჩვენი მეზობლები დანიას უმასპინძლებენ, რომელსაც ივნისში გასვლაზე 4:0 მოუგეს.
კავკასიელებს შესაძლოა არ ჰყავდეთ არას ოზბილიზი, რომელმაც ჩეხეთთან შეხვედრის პირველ ტაიმში ტრავმა მიიღო.
ბულგარეთი მალტას ეწვევა და მიუხედავად იმისა, რომ ამ გუნდთან თამაში ისეთი იოლი აღარ არის, როგორც ადრე იყო, მიზნად მხოლოდ და მხოლოდ სამი ქულის აღებას დაისახავს.
ლუბოსლავ პენევის შეგირდები ჯგუფში მეორე ადგილზე არიან და სლავებს კონკურენტებთან შედარებით უკეთესი კალენდარიც აქვთ - მალტის შემდეგ ბულგარელები ჯერ სომხეთს ხვდებიან, ბოლო ტურში კი ჩეხეთს უმასპინძლებენ.
სომხეთი-დანია 20:00
მალტა-ბულგარეთი 22:00
იტალია-ჩეხეთი 22:45
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იტალია 7 5 2 0 13-4 17
2. ბულგარეთი 7 2 4 1 11-5 10
3. ჩეხეთი 7 2 3 2 7-6 9
4. სომხეთი 7 3 0 4 8-9 9
5. დანია 7 2 3 2 8-10 9
6. მალტა 7 1 0 6 3-16 3
C ჯგუფი
გადამწყვეტი ბრძოლა ვენაში
ამ ჯგუფშიც დაახლოებით ანალოგიური მდგომარეობაა - გერმანიას პირველ პოზიციაში ვერავინ შეეცილება, ხოლო მეორე ადგილის დასაკავებლად სერიოზული ბრძოლაა მოსალოდნელი.
ირლანდიამ შვედეთთან უმნიშვნელოვანესი მატჩი წააგო. ჯოვანი ტრაპატონის გუნდი მეტოქეს სამი ქულით ჩამორჩა და თუ ახლაც დამარცხდა, მუნდიალზე ოცნებას უნდა შეეშვას, რადგან მომდევნო ტურში კუნძულელები გერმანიას სტუმრობენ, რომელთანაც ამ შესარჩევში 1:6 წააგეს.
ირლანდიელების მორიგი მეტოქე არის ავსტრია, რომელმაც ბოლოს სწორედ გერმანიასთან (0:3) წააგო. გამარჯვების შემთხვევაში, გადამწყვეტი მატჩი მარსელ კოლერის შეგირდებს 10 ოქტომბერს ექნებათ, როდესაც სტოკჰოლმს ესტუმრებიან.
თავის მხრივ, შვედები ყაზახეთში ჩადიან და იქიდან სამი ქულის წამოღებას ეცდებიან. თუ შვედებმა მიზანს ვერ მიაღწიეს, სიტუაცია უკიდურესად დაიძაბება და გარდა ამისა, გერმანია მუნდიალის საგზურს ორი ტურით ადრე გაინაღდებს.
ყაზახეთი-შვედეთი 20:00
ფარერები-გერმანია 22:45
ავსტრია-ირლანდია 22:45
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. გერმანია 7 6 1 0 25-7 19
2. შვედეთი 7 4 2 1 13-8 14
3. ავსტრია 7 3 2 2 15-8 11
4. ირლანდია 7 3 2 2 13-12 11
5. ყაზახეთი 7 1 1 5 4-16 4
6. ფარერები 7 0 0 7 3-22 0
D ჯგუფი
თურქეთის უკანასკნელი შანსი
სათამაშო დღის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მატჩი ბუქარესტში შედგება, სადაც რუმინეთს თურქეთი ეწვევა.
გამარჯვების შემთხვევაში, ვიქტორ პიცურკას შეგირდებს მეორე ადგილი, პრაქტიკულად, განაღდებული ექნებათ, რადგან ბოლო ორ ტურში ანდორას (სტუმრად) და ესტონეთს (შინ) ხვდებიან. თურქებმა უკანასკნელ სამი შეხვედრაში 7 ქულა მოაგროვეს, რამდენიმე დღის წინ კი ანდორა გაანადგურეს (5:0).
წინა ტურის მთავარი სენსაციის ავტორი ესტონეთის ნაკრები, რომელსაც ჰოლანდიის დასამარცხებლად წამები დააკლდა, ბუდეპეშტში იმგზავრებს და მორიგი მოულოდნელობის შემოთავაზებას ეცდება.
ანდორა-ჰოლანდიის მატჩზე კი სათქმელი ბევრი არაფერია. ლუის ვან გაალის შეგირდებს მუნდიალის ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვება შეუძლიათ. ამისთვის საჭიროა, რომ თავად იმარჯვონ, უნგრეთმა კი ესტონეთი ვერ დაამარცხოს.
რუმინეთი-თურქეთი 22:00
უნგრეთი-ესტონეთი 22:30
ანდორა-ჰოლანდია 22:30
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ჰოლანდია 7 6 1 0 22-4 19
2. რუმინეთი 7 4 1 2 13-10 13
3. უნგრეთი 7 3 2 2 13-11 11
4. თურქეთი 7 3 1 3 12-7 10
5. ესტონეთი 7 2 1 4 5-11 7
6. ანდორა 7 0 0 7 0-22 0
E ჯგუფი
შვეიცარიის შანსი
ყველაზე გაურკვეველი სიტუაცია სწორედ ამ ჯგუფშია. სლოვენიას, რომელიც მეხუთე ადგილზეა, შანსი აქვს, ტურნირის დამთავრებამდე ორი ტურით ადრე მეორე ადგილზე გადავიდეს, ხოლო ოტმარ ჰიტცფელდის შვეიცარიას პირველი ადგილის განაღდება შეუძლია.
ჯგუფის ცენტრალური მატჩი ოსლოში გაიმართება. ისლანდიასთან საოცარ შეხვედრაში (4:4) დაკარგული ქულების შემდეგ ჰიტცფელდის შეგირდებს დამარცხების უფლება აღარ აქვთ.
შვეიცარია მართლაც საინტერესო მდგომარეობაშია: თუ წააგო, არის შანსი, რომ ორი ტურით ადრე, მეოთხე ადგილზე მყოფ სლოვენიას მხოლოდ 3 ქულით უსწრებდეს (ისლანდია-ალბანეთი ფრედ არ უნდა დასრულდეს, ხოლო სლოვენიამ მოიგოს), ხოლო თუ მოიგო, მუნდიალის საგზურის მოპოვება 10 სექტემბერსვე შეუძლია (ისლანდია-ალბანეთი ფრედ უნდა დასრულდეს).
გამოღვიძებულ სლოვენიას (6 ქულა ბოლო ორ ტურში) კვიპროსში რთული მატჩი ელის. სრეჩკო კატანეცის შეგირდებს ქულების დაკარგვის უფლება აღარ აქვთ - ფრე ან მით უმეტეს წაგება მუნდიალზე ოცნებასთან გამოთხოვების ტოლფასი იქნება.
ნორვეგია-შვეიცარია 20:00
კვიპროსი-სლოვენია 22:30
ისლანდია-ალბანეთი 23:30
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. შვეიცარია 7 4 3 0 12-5 15
2. ნორვეგია 7 3 2 2 9-7 11
3. ალბანეთი 7 3 1 3 7-7 10
4. ისლანდია 7 3 1 3 12-13 10
5. სლოვენია 7 3 0 4 9-10 9
6. კვიპროსი 7 1 1 5 4-11 4
F ჯგუფი
ფინალი სანკტ-პეტერბურგში
F ჯგუფში გადამწყვეტი მატჩი უნდა გაიმართოს. დიახ, რუსეთის და ისრაელის დაპირისპირება, პრაქტიკულად, ფინალის ტოლფასია.
ისრაელმა აზერბაიჯანს ვერ მოუგო და თუ სანკტ-პეტერბურგში დამარცხდა, ელი გუტმანის შეგირდებისთვის, პრაქტიკულად, ყველაფერი დასრულდება. რუსეთს კი მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა 10 სექტემბერსვე შეუძლია.
არ გაგიკვირდეთ, მართალია, გამარჯვების შემთხვევაში ფაბიო კაპელოს შეგირდები პორტუგალიას მხოლოდ ერთი ქულით გაასწრებენ, მაგრამ საკმარისია, დარჩენილი ორი ტურის კალენდარს გადავხედოთ და მივხვდებით, რომ ეს მართლაც ფინალის ტოლფასი შეხვედრაა - მომდევნო ორ ტურში რუსეთი ლუქსემბურგს და აზერბაიჯანს ხვდება.
სლავები ორივე შეხვედრას სტუმრად კი ჩაატარებენ, მაგრამ გვეეჭვება, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს.
რუსეთი-ისრაელი 19:00
ლუქსემბურგი-ჩრდ. ირლანდია 22:15
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. პორტუგალია 8 5 2 1 16-8 17
2. რუსეთი 7 5 0 2 12-3 15
3. ისრაელი 7 3 3 1 16-9 12
4. ჩრდ. ირლანდია 7 1 3 3 6-11 6
5. აზერბაიჯანი 8 0 5 3 4-10 5
6. ლუქსემბურგი 7 0 3 4 4-17 3
G ჯგუფი
ბოსნია თუ საბერძნეთი?
ბოსნიამ, ყველასთვის მოულოდნელად, სლოვაკეთთან წააგო და საბერძნეთს ქულებით გათანაბრების საშუალება მისცა.
მიუხედავად ამ მარცხისა, საფეტ სუშიჩის შეგირდები ჯერ ისევ "პოულ პოზიციაში" არიან და ლიდერობის შესანარჩუნებლად ბოსნიელებს ბრატისლავადან სამი ქულის წამოღება მართებთ.
სლოვაკეთის დედაქალაქში ბოსნიას ერთხელ უკვე მოგებული აქვს - 2010 წელს, ამხანაგურ შეხვედრაში სტუმრებმა 3:2 იმარჯვეს.
აღსანიშნავია, რომ იმ შეხვედრაში სლოვაკების მხრიდან ერთი გოლი თბილისის "დინამოს" ფეხბურთელმა პეტერ გრაიციარმა გაიტანა.
დარჩენილ ორ ტურში ბოსნიელებს შედარებით იოლი მატჩები აქვთ, ამიტომ გადამწყვეტი მათთვის 10 სექტემბრის შეხვედრა უნდა იყოს.
მეორე ადგილზე მყოფი საბერძნეთი ლატვიას უმასპინძლებს. სხვათა შორის, ლატვია, ბოსნიის გარდა, არის ერთადერთი გუნდი, რომელმაც ბერძნებს ამ შესარჩევში გოლი გაუტანა, თუმცა ის შეხვედრა ბალტიისპირელებმა მაინც წააგეს.
ლიტვა-ლიხტენშტაინი 19:30
სლოვაკეთი-ბოსნია 22:15
საბერძნეთი-ლატვია 22:45
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბოსნია 7 5 1 1 23-4 16
2. საბერძნეთი 7 5 1 1 8-4 16
3. სლოვაკეთი 7 3 3 1 8-5 12
4. ლატვია 7 2 1 4 8-15 7
5. ლიტვა 7 1 2 4 5-10 5
6. ლიხტენშტაინი 7 0 2 5 3-17 2
H ჯგუფი
ლამბერტის იმედად
ამ ტურის ცენტრალური მატჩი კი კიევში გაიმართება. უკრაინა მასზე ერთი ქულით წინ მყოფ ინგლისს უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფში გალიდერდება.
ინგლისელებს სერიოზული პრობლემები აქვთ - დენი უელბეკმა მოლდოვასთან ყვითელი ბარათი მიიღო და ამ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ტრავმების გამო კი ბრიტანელებს უეინ რუნი და დანიელ სტარიჯი აკლიათ.
თავდასხმაში როი ჰოჯსონს რიკი ლამბერტის იმედი უნდა ჰქონდეს, რომელმაც ნაკრებში საოცნებო დებიუტი მოიწყო. "საუთჰემპტონის" 31 წლის ფორვარდმა პირველივე შეხვედრაში (შოტლანდიასთან) გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა, მოლდოვასთან კი ერთი გოლი თავად შეაგდო, ორჯერ კი უელბეკს გაატანინა.
ამ ჯგუფში სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია და ყველაფერი ბოლო ტურებში გაირკვევა. ამ მომენტისთვის პირველ ორ ადგილზე გასვლის შანსი ოთხ ნაკრებს აქვს და დიდი შანსია, ბოლო ტურამდეც ასე იყოს.
უკრაინა-ინგლისი 22:45
სან მარინო-პოლონეთი 22:45
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ინგლისი 7 4 3 0 25-3 15
2. ჩერნოგორია 8 4 3 1 15-8 15
3. უკრაინა 7 4 2 1 19-4 14
4. პოლონეთი 7 2 4 1 13-8 10
5. მოლდოვა 8 1 2 5 4-15 5
6. სან მარინო 7 0 0 7 0-38 0
ტურნირის ბომბარდირები:
8 - ჯეკო (ბოსნია); 6 - ჰემედი (ისრაელი), იბიშევიჩი (ბოსნია), ვან პერსი (ჰოლანდია).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მუნდიალი 2014. ევროპა. საკვალიფიკაციო მატჩები: სენსაციების დღე ევროპაში