ლუიშ ფელიპე სკოლარი: მუნდიალზე თამაში ნებისმიერ ბრაზილიელ ფეხბურთელს შეუძლია

AutoSharing Option
ლუიშ ფელიპე სკოლარიმ ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა ორი ამხანაგური მატჩისთვის.

12 ოქტომბერს ბრაზილიის ნაკრები სამხრეთ კორეას ეწვევა, სამ დღეში კი "სელესაო" ჩინეთის დედაქალაქში ჩავა, მაგრამ იქ 15 ოქტომბერს ზამბიის ნაკრებს შეხვდება.

სკოლარიმ მიიწვია "ლივერპულის" საყრდენი ნახევარმცველი ლუკას ლეივა და დონეცკის "შახტარის" შემტევი ბერნარდი.

მწვრთნელს არ ეყოლება სამი ტრავმირებული: ტიაგო სილვა (პსჟ), კაკა (მილანი) და ჟულიო სეზარი (ქპრ).

ლუკასი, რომელმაც ახლა მოირჩინა ტრავმა, ნაკრებში შახტარელ ფერნანდოს შეცვლის.

კაპიტნის, მეკარისა და ცნობილი ვეტერანის გარდა, ტრავმის გამო არ იქნება არც ფორვარდი ფრედი.

სამაგიეროდ,
სიაში მოხვდნენ ბერნარდი, "ატლეტიკო მინეიროს" ვიქტორი და "კრუზეიროს" დედე.

სკოლარიმ კიდევ ერთხელ არ გამოიძახა რონალდინიო. მართალია, გამოძახებულია, მაგრამ საეჭვოა, მაიკონმა გამოჯანმრთელება მოასწროს.

მუნდიალამდე 9 თვეც აღარ დარჩა, მაგრამ სკოლარი არ ერიდება ექსპერიმენტებს შემადგენლობაში.

"თითოეული ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელიც მომიწვევია ნაკრებში ან ჯერ არ მომიწვევია, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების წევრია. ყოველ მათგანს აქვს შანსი, მუნდიალზე ითამაშოს. კარი არავისთვის დამიკეტია.

რა თქმა უნდა, უკვე მოხაზული მაქვს კონტურები, მაგრამ სიტუაცია ყოველდღიურად იცვლება. მინდა მივაწვდინო თითოეულ ბრაზილიელ ფეხბურთელს დედამიწის ზურგზე, გამოიჩინეთ თავი და თქვენ ითამაშებთ მუნდიალზე.

ლუკას ლეივა ერთ-ერთია, ვისი შემოწმებაც მინდა სანაკრებო დონეზე".


მეკარეები: ჯეფერსონი (ბოტაფოგო), ვიქტორი (ატლეტიკო მინეირო), დიეგო კავალიერი (ფლუმინენსე).

მცველები: დანი ალვეში (ბარსელონა), მაიკონი (რომა), მარსელო (რეალი), მაქსველი (პსჟ), დავიდ ლუისი (ჩელსი), დანტე (ბაიერნი), ენრიკე (პალმეირასი), დედე (კრუზეირო).

ნახევარმცველები: ლუკას ლეივა (ლივერპული), ერნანესი (ლაციო), ლუის გუსტავო (ვოლფსბურგი), პაულინიო (ტოტენჰემი), რამირესი, ოსკარი (ჩელსი).

თავდამსხმელები: ბერნარდი (შახტარი), ჟო (ატლეტიკო მინეირო), ლუკას მოურა (პსჟ), ჰალკი (ზენიტი), ალეშანდრე პატო (კორინთიანსი), ნეიმარი (ბარსელონა).

ასევე იხილეთ:
ლუიშ ფელიპე სკოლარი: მუნდიალზე თამაში გარანტირებული არც ნეიმარს აქვს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული