11 ოქტომბერს "ლე ბლო" ამხანაგურ მატჩს გამართავს ავსტრალიის ნაკრებთან, ხოლო 4 დღის მერე "პარკ დე პრენსზე" ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მეორე უკვე მუნდიალის საკვალიფიკაციო შეხვედრაა.
ყველაზე მეტი წარმომადგენელი ნაკრებში, გაგიკვირდებათ და, ინგლისურ კლუბს ეყოლება - "ნიუკასლის" 4 ფეხბურთელი ნაკრებშია.
მეკარეები: მიკელ ლანდრო (ბასტია), უგო ლორისი (ტოტენჰემი), სტივ მანდანდა (მარსელი).
მცველები: ერიკ აბიდალი (მონაკო), გაელ კლიში (მანჩესტერ სიტი), მატიო დებუში (ნიუკასლი), პატრის ევრა (მანჩესტერ იუნაიტედი), ლორან კოშელნი (არსენალი), ბაკარი სანია (არსენალი), მამადუ სახო (ლივერპული),
ნახევარმცველები: ბლეზ მატუიდი (პსჟ), პოლ პოგბა (იუვენტუსი), მუსა სისოკო (ნიუკასლი), კლემან გრენიე (ლიონი), სამირ ნასრი (მანჩესტერ სიტი), იოან კაბაი (ნიუკასლი).
თავდამსხმელები: ქარიმ ბენზემა (რეალი), ოლივიე ჟირუ (არსენალი), დიმიტრი პაიე (მარსელი), ფრანკ რიბერი (ბაიერნი), მატიო ვალბუენა (მარსელი), ლოიკ რემი (ნიუკასლი).
ასევე იხილეთ:
დიდიე დეშამი: საქართველომ ღირსეულად ითამაშა