ესპანური პრესის ინფორმაციით, დელ ბოსკესთან ახალი კონტრაქტი მას შემდეგ გაფორმდება, რაც ნაკრები ბრაზილიაში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.
ამისთვის კი ესპანეთის ნაკრებმა ბელორუსთან და საქართველოსთან შეხვედრებში მინიმუმ ოთხი ქულა უნდა დააგროვოს ან კონკურენტის შეცდომას დაელოდოს.
"ვისენტე ესპანური ფეხბურთის ნაწილია. ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე სხვა ალტერნატივას ვერ ვხედავთ. დელ ბოსკე ჩვენთან ერთად კიდევ დიდი ხანი იქნება, მანამდე, სანამ ამას თავად მოისურვებს", - განაცხადა ხორხე პერესმა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციიდან.
2012 წელს დელ ბოსკე ფიფას ვერსიით საუკეთესო მწვრთნელი გახდა.
მომზადებულია AS-ის მიხედვით