შეგახსენებთ, რომ 9 ქვეჯგუფიდან ერთი მეორეადგილოსანი, დანია, როგორც უარესი, თავიდანვე დაემშვიდობა მუნდიალს, ხოლო დანარჩენი 8 კენჭისყრაში მონაწილეობდა.
კენჭისყრამ შვედეთისა და პორტუგალიის ნაკრებები ერთმანეთს შეახვედრა. მოკლედ, თანამედროვეობის ორი დიდი ფეხბურთელიდან ერთ-ერთი აუცილებლად მაყურებლის როლით უნდა დაკმაყოფილდეს. ვინ იქნება უიღბლო - შვედთა ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი თუ კრიშტიანო რონალდო, ამას ნოემბრის ბატალიები გვიჩვენებს.
საფრანგეთის ნაკრებს,
დიდიე დეშამის საფრანგეთი ზედიზედ მე-10 მუნდიალს უმიზნებს, ამისთვის კი უკრაინის ბარიერია დასაძლევი. არ არის იოლი წინაღობა, თუმცა საფრანგეთის ნაკრები ფავორიტია.
პორტუგალია-შვედეთი
უკრაინა-საფრანგეთი
საბერძნეთი-რუმინეთი
ისლანდია-ხორვატია
მატჩები 15 და 19 ნოემბერს გაიმართება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
2014 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში გუნდები დაწყვილდნენ